2016 წლის 6-7
ოქტომბერს რუმინეთის ქალაქ ტირგუ-მურეშში გაიმართა რუმინეთის
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის ყოველწლიური კონფერენცია (ამჯერად
XI)
დასახელებით „რუმინეთის ტექნიკურ
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დღეები“
და თემით „ჭკვიანი ქალაქი“,
რომელზედაც მოხსენებებით გამოვიდა აღნიშნული აკადემიის წევრი,
პროფესორი ნიკოლაე ილიაში და წარადგინა ქართველ მეცნიერებთან
ერთობლივად შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები:
1.
„საავტომობილო
გვირაბებში ხანძრების ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორების
გავრცელების მინიტორინგის ავტომატურის სისტემის აგება უსადენო
ტექნოლოგიებით“;
2.
„ღონისძიებები წყალმომარაგების საქალაქო სისტემების სრული
საიმედოობის უზრუნველსაყოფად“.
აღნიშნული ნაშრომების თანაავტორები არიან სამთო ინსტიტუტიდან:
პროფესორები ომარ ლანჩავა და ლეონ მახარაძე,
აკადემიური დოქტორი გიორგი ნოზაძე, პეტროშანის
უნივერსიტეტიდან: პროფესორები ნიკოლაე ილიაში, სორინ მიჰაილ რადუ (უნივერსიტეტის
რექტორი), იოსიფ ანდრაში და როლანდ მორარუ (ვიცე-რექტორი
სამეცნიერო დარგში). ნაშრომების სრული ვერსია გამოქვეყნდება
რუმინეთის ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიის ინდექსირებულ ჟურნალში
Journal of
Engineering Sciences and Engineering Innovation.
აღნიშნული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში არჩეული
არის პროფესორი ომარ ლანჩავა.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი ილიაში ქართველ მეცნიერებთან
პეტროშანის უნივერსიტეტის პროფესურის თანამშრომლობის ინიციატორია.
ნიკოლაე ილიაში არის საქართველოს სამთო საზოგადოების, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიერ
დაფუძნებული „სამთო ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი
დაფუძნების პერიოდიდან.
კომფერენციის პროგრამა

|