ინსტიტუტის დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიხრაძემ მონაწილეობა მიიღო
2017 წ. „მდგრადი ინდუსტრიული განვითარების სამიტში“, რომელიც
ჩატარდა 22-26 ოქტომბერს მექსიკის ქალაქ კანკუნში. ღონისძიებაზე
იგი მიწვეული იყო სამიტის საერთაშორისო კომიტეტის წევრის, მარკისის
სიმპოზიუმის თანათავმჯდომარის და ორი სამეცნიერო სესიის
თავმჯდომარის სტატუსით.
სამიტის და სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ქიმიკოსთა
საზოგადოების პრეზიდენტი პროფ. დონა ნელსონი და ნობელის პრემიის
ლაურეატები:
ადა იონათი - 2009 წ. ნობელის
პრემია ქიმიის დარგში;
დან შეხტმანი - 2011 წ. ნობელის პრემია ქიმიის დარგში;
ფერიდ მურადი -1998 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინის
და ბიოქიმიის დარგში.
სამიტის
პროგრამით ჩატარდა ექვსი სახელობითი სამეცნიერო სიმპოზიუმი,
რომლებიც მიეძღვნა ცალკეული მიმართულებით მსოფლიოში აღიარებულ
მეცნიერებს.
|