Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

     01.06.2018 |   სამეცნიერო საბჭოს სხდომა

           

       29 - 30 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა".

      საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა", რომელიც ორი დღე გაგრძელდა. კონფერენცია მიეძღვნა ქართული გეოლოგიის კორიფეების - ალექსანდრე ჯანელიძის, კალისტრატე გაბუნიას, გიორგი ზარიძისა და იოსებ ბუაჩიძის საიუბილეო თარიღებს.

       ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა გეოლოგიის დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და გამოწვევების შეჯამება იყო, რასაც 26 მომხსენებლის გამოსვლა და 5 თემატური სასტენდო მოხსენება მიეძღვნა.

      ონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა, ნოდარ ფოფორაძემ. 

       კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა, ესწრებოდნენ გეოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერები, სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები, კონფერენციის მხარდამჭერი მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი - ნოდარ ფოფორაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ერეკლე გამყრელიძე და წევრ-კორესპონდენტი - ლევან ჯაფარიძე, სტუ-ის რექტორის მოადგილე - ზურაბ გასიტაშვილი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი - ანზორ აბშილავა, თსუ-ის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი - თამარ წუწუნავა, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორ ნიკოლოზ ჩიხრაძე სტუ-ის ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი - ზურაბ კაკულია, „რიჩ მეტალს გრუპის“ (RMG) აღმასრულებელი დირექტორი - ჯონი შუბითიძე, „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე - ლევან ბაღდავაძე და სხვ.

     კონფერენციაზე განიხილეს ერთი წლის მანძილზე ჩატარებული იმ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების შედეგები, რაც მთლიანად უკავშირდება საქართველოში გეოლოგიის, როგორც დარგის განვითარება-გაძლიერებას, მათ შორის: ოქროს გამადნების პროგნოზირების პრობლემები, კავკასიონის ქედის კრისტალური ქანების ზონალური ცირკონების ასაკი, კავკასიონის რეგიონის ტექტონიკური ზონალობა და ევოლუცია, მსოფლიო სანედლეულო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები, ქანების შრეობრივი მასივის მდგრადობის შეფასება ე.წ. მოსხსნადი ძაბვების მეთოდით და სხვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა სამეცნიერო კვლევა ეხმიანება, როგორც დარგში მოქმედი ბიზნესკომპანიების სამომავლო ინტერესებს, ასევე მთლიანად ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებსაც. სწორედ ამიტომ, კვლევები ქართულ ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციის შედეგად დაიგეგმა.

         კონფერენციის სპონსორები იყვნენ კომპანიები - „რიჩ მეტალს გრუპი“ (RMG) და „IDS ბორჯომი საქართველო“.    

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია