ქანების, საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის განყოფილება

თეიმურაზ რუხაძე

სპეციალისტი

ე.მინდელის ქ.7, III სართული

ტელ.:577 39 35 04

ელ-ფოსტა:temo798@gmail.com

დაბადების თარიღი:

 20.08.1979 წ.

განათლება:

1997-2001 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტი, სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების მიმართულებით. სამთო ინჟინერ-გამამდიდრებლის კვალიფიკაციით;
2001-2004 - მაგისტრატურა იმავე მიმართულებით.

სამეც./აკად.ხარისხი:

მაგისტრი

შრომითი საქმიანობა:

2001 - წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრაზე უფრ. ლაბორანტი;
2005-2011 - იქვე ასისტენტ პროფესორი;
2008 - დღემდე - სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში  

პედაგოგიური მოღვაწეობა:

2006–2011 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრაზე სალექციო კურსი

სამეცნიერო ინტერესები:
  • საშენი მასალები, ახალი ტექნოლოგიები
შერჩეული პუბლიკაციები:
  • ბეტონის ქიმიური დანამატების დახასიათება. "საქართველოს საინჟინრო სიახლენი", №2, 2018. თბილისი, გვ: 44–48 (თანაავტორები: გ.ბალიაშვილი, ნ.სარჯველაძე, ლ.ტყემალაძე);
  • თბილისის რეგიონის ქვიშაქვების და არგილითების კორელაციური დამოკიდებულება ერთღერძა კუმშვაზე სიმტკიცის ზღვრის, სიმკვრივის და დრეკადობის მოდულის მნიშვნელობებს შორის. "საქართველოს საინჟინრო სიახლენი", №1(ტ.81), 2017. თბილისი, გვ: 35–37 (თანაავტორები: გ.ბალიაშვილი, ნ.სარჯველაძე, ლ.ტყემალაძე, ვ.ჯღამაია);
  • დიაფრაგმულ სალექ მანქანაზე მანგანუმის მადნის გამდიდრების პროცესის ოპტიმიზაცია. „საქართველოს საინჟინრო სიახლენი“, N116, თბილისი, 2016 (თანაავტორები: რ.ენაგელი, მ.გამცემლიძე, გ. ჯავახიშვილი, ზ. არაბიძე, მ. თუთბერიძე, დ. თევზაძე);
  • დიაფრაგმული სალექი მანქანის მართვის ხერხი დამატებითი მმართველი სიდიდის გათვალისწინებით. „სამთო ჟურნალი“, №1(36), 2016. გვ: 41–45 (თანაავტორები: მ.გამცემლიძე, რ.ენაგელი, მ.თუთბერიძე, ნ.ღუღუნიშვილი, ნ.სამხარაძე);
  • დიაფრაგმულ სალექ მანქანაზე მანგანუმის მადნის გამდიდრებისას სხვადასხვა სიმკვრივეების მინერალების განშრევების ეფექტურობაზე მმართველი სიდიდეების გავლენის დადგენა“, ჟურნალი „საქართველოს საინჟინრო სიახლენი“ , N 3(75), 2015 გვ. 70-74. თბილისი, სტუ  (თანაავტორები: მ.გამცემლიძე, გ. ჯავახიშვილი, ზ. არაბიძე, მ. თუთბერიძე, დ. თევზაძე);
  • სამსხვრევ მოწყობილობაში წვრილად დამსხვრევის პროცესზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების გავლენა ძნელსამდიდრებელი მანგანუმის მადნებისა და ნახშირებისათვის. ჟურნ.: "მეცნიერება და ტექნოლოგიები", №1(718), ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2015 წ. გვ: 27–38 (თანაავტორები: მ.გამცემლიძე, გ.ჯავახიშვილი, ზ.არაბიძე, მ.თუთბერიძე, ნ.სამხარაძე);
  • ბეტონის ცოცვადობისა და შეკლებისადმი მიძღვნილი კვლევების მიმოხილვა, მიღებული შედეგების ანალიზი და განზოგადება. „სამთო ჟურნალი“,  №2(33),  თბილისი, 2014.  გვ: 68-75 (თანაავტორები: გ.ბალიაშვილი, დ.ჯიბლაძე);
  • მანგანუმის კარბონატული მადნის შუალედური პროდუქტის მაგნიტური მეთოდით გამდიდრების პროცესის კვლევა და კონტროლი. სამთო ჟურნალი, №2(25), 2010. გვ: 35–39 (თანაავტორები: მ.გამცემლიძე, მ.თუთბერიძე, ა.შეყილაძე);
  • მაგარი ქანების ერთღერძა კუმშვისას სიმტკიცის ზღვრის დადგენის მეთოდების სრულყოფის შესახებ. ჟურნალი: სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, 2010. გვ: 46–49 (თანაავტორები: გ.ბალიაშვილი, ფ.ბეჟანოვი, რ.სამადაშვილი, ლ.ღურჭუმელია, ნ.სარჯველაძე);
  • ბეტონის კლასი, მარკა, კონსტრუქციის სიმტკიცის დადგენის ამერიკული და რუსული სტანდარტების შედარება. სამთო ჟურნალი, №1(24), 2010. გვ:49–54 (თანაავტორები: გ.ბალიაშვილი, რ.სამადაშვილი, ზ.ღაღანიძე, ნ.სარჯველაძე, მ.ელოშვილი, ი.გოგოლაური);
  • ქანების მექანიკური რღვევის მეთოდები. ”სამთო ჟურნალი” №1(22), თბილისი, 2009. გვ: 16-25 (თანაავტორები: გ.ბალიაშვილი, ფ.ბეჟანოვი, რ.სამადაშვილი, ლ.ღურჭუმელია, ნ.სარჯველაძე, დ.რობაქიძე).
გამოგონებები (პატენტები):
  • დიაფრაგმული სალექი მანქანის ავტომატური მართვის ხერხი. U1962, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, (ბრძანება #868/01)  თბილისი, 2018 (თანაავტორები: მ.გამცემლიძე, რ.ენაგელი,  მ.თუთბერიძე, ნ.ღუღუნიშვილი, ნ.სამხარაძე).
სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:

1. №FR/342/3-180/13 – "ძნელად გასამდიდრებელი მანგანუმის მადნების და ნახშირების გამდიდრების პროცესების კვლევა და კონტროლი დამატებითი მმართველი სიდიდეების გათვალისწინებით" (2014-2016), შემსრულებელი. დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შრესფ); 

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენციებში) მონაწილეობა:
  • მე-3 სამეცნიერო კონფერენცია „სამთო საქმის და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები“, 9 დეკემბერი, თბილისი, 2016 წ; სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი. მოხს: "ძნელად გასამდიდრებელი სპილენძის მადნის მომზადება ფლოტაციური მეთოდით გამდიდრების წინ";
  • მე-2 სამეცნიერო კონფერენცია: „სამთო საქმის და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები“, 11 დეკემბერი, თბილისი, 2015 წ. გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი. მოხს: „ბაზალტის და ქვიშაქვის კვლევა ცოცვადობაზე, თვისებები“.