აფეთქებისგან დაცვის ტექნოლოგიების ლაბორატორია

გიორგი კაპანაძე

მეცნიერი თანამშრომელი

ე.მინდელის ქ.7, II სართული

ტელ.:595 45 74 67; 2 38 03 39

დაბადების თარიღი:

05.12.1937 წ.

განათლება:

1956–1961 – საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, სპეც: ”მარგი წიაღისეულის საბადოთა დამუშავება"–სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით;
მაკიევსკის კვლევითი ინსტიტუტი, სპეციალური კურსები;
1970-1971 - მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტი, მრეწველობისა და მშენებლობის ორგანიზატორის კურსები

სამეც./აკად.ხარისხი:

მაგისტრთან გათანაბრებული

შრომითი საქმიანობა:

1961–1963 – ტრესტ "ტყვარჩელნახშირში" შახტა #5–ში სამთო ოსტატი, შემდეგ შახტა #1–ში ვენტილაციის უფროსის მოადგილე; 
1963 – 1966 – ტრესტ "ტყვარჩელნახშირში" შახტა #1–ში ვენტილაციის უფროსი;
1969-1972 - ჩორდის ბარიტის სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე;
1972-1975 - ბაკურიანის ანდეზიტის საწარმო "სამთო ქიმიაში" მთ. ინჟინერი;
1975-1977 - ბაკურიანის ანდეზიტის საწარმოს დირექტორი; 
1977-1980 - ტრესტ "სამთო ქიმიაში" მთ. სამთოელი;
1980-1985 - ტრესტ "სამთო ქიმიაში" საწ. განყ. უფროსი; 
1985-2001 - ტრესტ "სამთო ქიმიაში" სამთო საწარმოო განყოფილების უფროსი; 
2001-2006 - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უფრ. მასწავლებელი;
2002 - დან დღემდე  – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი 

პედაგოგიური მოღვაწეობა:

2001-2006 - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უფრ. მასწავლებელი;

შერჩეული პუბლიკაციები:
  • საქართველოს ბენტონიტური თიხები და მათი გამოყენების სფერო. ”სამთო ჟურნალი”, №2(41), თბილისი, 2018. გვ. 86–90 (თანაავტორები: ნ.ბოჭორიშვილი, ს.დემეტრაშვილი, გ.ჯაფარიძე, კ.ასაბაშვილი);
  • დარიშხანი – მნიშვნელოვანი მინერალი. ”სამთო ჟურნალი”, №1(38), თბილისი, 2017. გვ. 53–57 (თანაავტორები: ს.დემეტრაშვილი, გ.ჯაფარიძე, ნ.ბოჭორიშვილი);
  • ბაკურიანის ციხისჯვრის ანდეზიტის საბადოს სამთო–ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი. ”სამთო ჟურნალი”, №1(36), თბილისი, 2016. გვ. 118–121 (თანაავტორები: ნ.ბოჭორიშვილი, ი.ერქომაიშვილი, მ.ბასილაძე);
  • ფარავნის საბადოს პერლიტის მოპოვებისა და გადამუშავების ინტენსიურობის გაზრდის მიზანშეწონილობის შესახებ. სამთო ჟურნალი №1(28), თბილისი, 2012. გვ. 30–34 (თანაავტორები: ვ.ლორთქიფანიძე, გ.კაპანაძე, გ.თხელიძე);
  • საქართველოს ცეოლითების საბადოთა დამუშავების მიზანშეწონილობის შესახებ. "სამთო ჟურნალი", თბილისი, №1(26), 2011. გვ.7–13. (თანაავტორები: ვ.ლორთქიფანიძე);
  • საქართველოს სამთო–ქიმიური ნედლეულის საბადოების დამუშავების პრობლემები. ჟურნალი: სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, 2010. გვ. 24–29 (თანაავტორები: ე. მატარაძე, გ.შატბერაშვილი);
  • „საქართველოს დარიშხანის საბადოები.  სამთო ჟურნალი №12, 1998 წ.
სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:

1. G-2209 – „მიწისქვეშა ნაგებობებში შემთხვევითი აფეთქებებისაგან დამცავი ავტომატური სისტემა“. თანაშემსრულებელი: წვის პრობლემების ინსტიტუტი, ყაზახეთი“ (2016- 2019), შემსრულებელი. დამფინანსებელი: საერთაშორო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი;
2. SPS 984595 – ”მიწისქვეშა ნაგებობების დაცვა საწვავის ღრუბლის აფეთქებისაგან” (2014-2017), შემსრულებელი, დამფინანსებელი: NATO-ს  პროგრამა ”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის”;
3. #491 – „ქვანახშირის შახტებში მეთანის აფეთქებისას ხალხის დამცავი ავტომატური სისტემა" (2009-2012); შემსრულებელი. დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ცენტრი;
4. SFP 980981 – „ხალხისა და მიწისქვეშა მოწყობილობების დაცვის სისტემა ტერორისტული აფეთქებისაგან“, (2006–2010), შემსრულებელი. დამფინანსებელი: ნატოს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.

სახელშეკრულებლო სამუშაოები:
  • ჩორდის ბარიტის საბადოს #8 და #9 ბარიტის ძარღვის დამუშავების პროექტის შედგენა თურქული კომპანია „აჯო ჯორჯია“, ხელშეკრულება #12-12/33, 05.07.2012 წ.;
  • მივერუდის საბადოს ოქროს შემცველი მადნების ციანიდური გამოტუტვის ტექნოლოგიის მრავალმასშტაბიანი ლაბორატორიული გამოცდა, ხელშეკრულება #07-01/18, 2010 წ;
  • ჩხარის მანგანუმის საბადოს მიწისქვეშა დამუშვების პროექტის შედგენა, 2008 წ;
  • #114/07 შპს „ჯორჯიან მანგანუმის“ მაღაროებში „მრავალჯერადი გამოყენების ლითონის სამაგრის ათვისება, 2007-2008 წწ;