ჟურნალი ”ახალი ტექნოლოგიები” ავტორთა საყურადღებოდ ჟურნალი პერიოდულია და გამოვა წელიწადში ორჯერ. სტატია უნდა წარმოდგენილ იქნეს ინგლისურ და ქართულ ენებზე (იდენტური ეგზემპლარები). დასაშვებია ქართულის ნაცვლად ტექსტის რუსულ ენაზე წარმოდგენა. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: - ორივე ენაზე სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე და საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი, რომლთა ჩათვლითაც გვერდების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 10 გვერდს (რეზიუმეს მოცულობა - არა უმეტეს 600 ნიშნისა). ლიტერატურა გაფორმებული უნდა იყოს ISO -ს სტანდარტის მიხედვით (დანართი 1);
ქართულ ენაზე წარმოდგენილ სტატიას, ლიტერატურის შემდეგ (შრიფტი 12) თან უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე ნაშრომის დასახელებით, შემსრულებელთა სახელებითა და გვარებით.
დანართი 1
ლიტერატურის გაფორმება ISO სტანდარტით
ლიტერატურული წყაროების მითითება ხდება ალფავიტის მიხედვით ან სამეცნიერო ნაშრომის ტექსტში მათი გამოყენების რიგის მიხედვით. ლიტერატურის გაფორმებისას, როდესაც მოიხსენიება წიგნი ან მონოგრაფია, აუცილებელია ვაჩვენოთ: ავტორთა გვარები; ინიციალები; წიგნის (მონოგრაფიის) დასახელება; პუბლიკაციის გამოცემის ადგილი; გამომცემლობა; გამოცემის წელი; ფურცლების რაოდენობა. მაგალითად (ნიმუში აღებულია ჟურნალიდან Problems of Mechanics): 1. Davitashvili N.S., Sharashenidze G.S. Bases of dynamic analysis of a lever system for the braking of railcars. Tbilisi: Georgian Committee of IFToMM, 2004. -264 p. თუ მოიხსენიება სამეცნიერო ნაშრომი, აუცილებელია პირველ რიგში მოვიყვანოთ ავტორის გვარი; ნაშრომის დასახელება; ორი დახრილი ხაზი, რომელიც გამოყოფს ნაშრომის დასახელებას ჟურნალის (კონფერენციის, კონგრესის) სახელისაგან; გამოქვეყნების ადგილი; გამოქვეყნების წელი; ტომის (ჟურნალის) ნომერი; ფურცლები. მაგალითად: 2. BaranovG.V., Martinenko Z.S. Dynamic analysis of hinged mechanisms// Problems of Applied Mechanics. Tbilisi, 2002, No 3(4), pp. 55-67. საავტორო უფლებისა და პატენტის მოხსენიების შემთხვევაში აუცილებელია: პირველ რიგში ვაჩვენოთ გამოგონების (პატენტის) დასახელება; ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის გამოგონება (პატენტი); გამოგონების (პატენტის) ნომერი; ორი დახრილი ხაზი; ავტორ(ებ)ის გვარი; გამოქვეყნების ადგილი და წელი. მაგალითად: 3. Transformation mechanism of motion. Patent of Russia, No 25686//Ivanov V.E., Danilov P.G., Mamedov M.O. Russia, 2001.
დანართი 2
ჟურნალის ძირითადი მიმართულებები:
|
||