Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

29.11.2007 

ვიზიტი ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის ექსპერტის და ქართული ცემენტის გენერალური დირექტორის

     მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ინსტიტუტს სტუმრად ეწვივნენ ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის ექსპერტი ბერნდ ნაგელი და ქართული ცემენტის გენერალური დირექტორი პაატა გოგოლაძე. მათი ვიზიტის მიზანი იყო ქანების, ცემენტის და ბეტონის ფიზიკურ–მექანიკური თვისებების თანამედროვე სტანდარტებით განსაზღვრის შესაძლებლობის გარკვევა. სტუმრები გაესაუბრნენ ინსტიტუტის ქანების თვისებების და მასივში მიმდინარე ფიზიკური პროცესების კვლების (ქთმმფპკ) განყოფილების თანამშრომლებს: გიორგი ბალიაშვილს, ფ.ბეჟანოვს, ნ.სარჯველაძეს, ი.გოგოლაურს და სხვებს.

      დაათვალიერეს განყოფილების ლაბორატორიული ბაზა. რის შემდეგაც შედგა თათბირი ინსტიტუტის დირექტორ ნ.ჩიხრაძესთან, რომელსაც სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე თ.ახვლედიანი და (ქთმმფპკ) განყოფილების ხელმძღვანელი გ. ბალიაშვილი. გაირკვა, რომ ინსტიტუტს აქვს შესაძლებლობა დაადგინოს ქანების, ცემენტის და ბეტონის ყველა საჭირო თვისება. შედეგად გამოითქვა აზრი, რომ შესაძლებელია  ინსტიტუტთან ხანგრძლივი და საქმიანი თანამშრომლობის დამყარება.