კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ბულგარეთის გარემოს დაცვის
სამინისტრო, ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიის, რუსთის,
სერბიის, სლოვაკეთის უკრაინის პოლონეთის და ირანის მეცნიერებათა
აკადემიები, აგრეთვე ბულგარეთის ინდუსტრიული ასოციაცია.
კონფერენციაში მონაწილეობდა 250 რეგისტრირებული მეცნიერი და
ექსპერტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. კონფერენციის საერთაშორისო
საორგანიზაციო კომიტეტის წევრის და ლექტორის სტატუსით ღონისძიებაში
მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ.
საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნით მან 22 ივნისს
ორგანიზება გაუკეთა და უხელმძღვანელა თემატურ ვორქშოფს: „მიკრო და
ნანოტექნოლოგიები“. ხოლო 23 ივნისს პლენარულ სხდომაზე მოხსენება
გააკეთა თემაზ; „ნიკელ-ალუმინ-ტიტანის ულტრადისპერსული ფხვნილების
კომპაქტირება აფეთქებით“. 25 ივნისს ინსტიტუტის დირექტორმა
უხელმძღვანელა კონფერენციის პლენარული სხდომას.
|