Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

     23.03.2010 | ინსტიტუტი განაგრძობს ინტენსიურ  თანამშრომლობას  სამთო საწარმოებთან

        2010 წლის 25 მარტს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ:

შპს „ჯორჯიან მანგანეზეს“ მხრიდან:                                              სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან:  

ა. ვიშნევსკი – გენერალური დირექტორი;                                                          ნ. ჩიხრაძე – დირექტორი;

ვ. ბრესლავეცი – ტექნიკური განვითარების დირექტორი;                          თ. ახვლედიანი – დირექტორის მოადგილე;

ა. გურჯიძე – ჭიათურის სგკ–ის დირექტორი;                                                  ე. მატარაძე – მთ. მეცნიერი თანამშრომელი;

ნ. ბიდნიუკი – ჭიათურის სგკ–ის დირექტორის                                               შ. გრიგალაშვილი – ინჟინერი

                             პირველი მოადგილე 

        განხილულ იქნა შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება №97/09 „ჭიათურის სგკ–ის  გამამდიდრებელ ფაბრიკებში მანგანუმის მადნის გადამუშავებისას მდ. ყვირილას დაბინძურების საწინaaღმდეგო სამუშაოების პროექტის დამუშავება და მისი ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება“ –ის  შესრულების მიმდინარეობა.

 მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:

  1. მოხდეს აღნიშნული ხელშეკრულების ტექნიკური დავალების კორექტირება გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით;

  2. მომზადდეს ახალი ხელშეკრულების პროექტი „ჭიათურის სგკ–ის გამამდიდრებელი ფაბრიკების რეკონსტრუქციის პროექტის დამუშავება და მისი ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება“ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ინვესტორებთან განსახილველად.