Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

     27.06.2016 | XIII საერთაშორისო  სიმპოზიუმი თემაზე:  „აფეთქებით  ახალი  მასალების  წარმოება: 

                          მეცნიერება,  ტექნოლოგიები,  ბიზნესი და ინოვაციები“                                               

            

    2016  წლის 20-24  ივნისს, პორტუგალიის  ქალაქ კოიმბრაში გაიმართა   რიგით    XIII საერთაშორისო  სიმპოზიუმი თემაზე:  „აფეთქებით  ახალი  მასალების  წარმოება:  მეცნიერება,  ტექნოლოგიები,  ბიზნესი  და  ინოვაციები.“

სიმპოზიუმის  ორგანიზატორები  იყვნენ   რუსეთის  მეცნიერებათა  აკადემიის   მაკროკინეტიკისა და მასალათმცოდნეობის პრობლემების ინსტიტუტი  ჩერნოგოლოვკიდან და პორტუგალიის ქალაქ კოიმბრის უნივერსიტეტი. სიმპოზიუმზე,  გარდა  აფეთქებით  შედუღებისა  და  კომპაქტირებისადმი  მიძღვნილი  თემებისა, განხილული იყო აგრეთვე თვითგავრცელებადი   მაღალტემპერატურული სინთეზის  (მთს)   საკითხები.

სიმპოზიუმის  მუშაობაში  მონაწილეობას  ღებულობდნენ  მეცნიერები  რუსეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან,  გერმანიიდან,  საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან,   იტალიიდან,  ესპანეთიდან,  ბულგარეთიდან,  საქართველოდან,  აშშ-დან,  თურქეთიდან,  იაპონიიდან,  სამხრეთ  კორეიდან  და  ჩინეთიდან.

        სიმპოზიუმი  გახსნა  და  მისასალმებელი  სიტყვით  გამოვიდა  რიკარდო  მენდესი-  პროფესორი  პორტუგალიის  უნივერსიტეტიდან.  რუსეთის  აკადემიის  მაკროკინეტიკისა და მასალათმცოდნეობის პრობლემების ინსტიტუტის  დირექტორმა,  პროფესორმა  ვ.  ალიმოვმა    წაიკითხა  რუსეთის  აკადემიის  პრეზიდენტის   აკადემიკოს  ვ.  ფორტოვის   მისასალმებელი  სიტყვა.

გრ. წულუკიძის სამთო  ინსტიტუტის  უფროსი  მეცნიერ  თანამშრომელი  აკაკი  ფეიქრიშვილი  იყო   ამ  სიმპოზიუმის  საორგანიზაციო  კომიტეტის  წევრი.

 

 

 

აკაკი  ფეიქრიშვილი  სიმპოზიუმზე უძღვება  სექციის  სხდომას

        სიმპოზიუმზე  გაკეთებული  იქნა  59  ზეპირი  და  35  სასტენდო   მოხსენება.  საქართველოდან   ქართველი  მეცნიერების  მიერ  სიმპოზიუმზე  წარდგენილი   იქნა  სამი  ზეპირი  მოხსენება.  გარდა  ამისა,  ერთი  მოხსენება,  რომელიც  წარდგენილი  იქნა  სომეხი  მეცნიერის  მიერ,  იყო  ერთობლივი:   ამ  ნაშრომის  ავტორები  არიან   ქართველი,  სომეხი,  ამერიკელი  და    ესპანელი   მეცნიერები.    ნაშრომის  სათაურია:  „SYNTHESIS AND FABRICATION OF Cu-W COMPOSITES COMBINING SHS  AND  HEC  TECHNOLOGIES” -  S.V.Aydinian,  H.V.Kirakosyan,  S.l.  Kharatyan, A.  Peikrishvili, G.  Mamniashvili,  B.  Godibadze,  E. Chagelishvili,  D.R. Lesue  and  M. Gutereez.

     სამი  ნაშრომიდან  ერთი  არის  ფ.თავაძის  მასალადმცოდნეობის  და  მეტალურგიის  ინსტიტუტის  მეცნიერ  თანამშრომლების  სამუშაო,  რომელიც  პროფესორმა  გ.  ონიაშვილმა  მოახსენა  სიმპოზიუმს.  დანარჩენი  ორი  მოხსენება   ეკუთვნის  გრ.  წულუკიძის  სამთო  ინსტიტუტის  თანამშრომლებს. ესენია:

  1. „HOT EXPLOSIVE CONSOLIDATION OF NANOSTRUCTURED Ta-CU AND TA-AG COMPOSITES FABRICATION AND PROPERTIES”.  ავტორები:  ა.ფეიქრიშვილი, გ.  მამნიაშვილი,  ბ. გოდიბაძე, ტ.  გეგეჭკორი,  ე.  ჩაგელიშვილი,  მ.წიკლაური  და  ა.  დგებუაძე.

  2. “SHOCK  -ASSISTED    SHS    AND   CONSOLIDATION   OF  Ta-Al  AND  Nb-Al  COMPOSITES.”  ავტორები  ა.  ფეიქრიშვილი, ლ. კესკესი, ბ.გოდიბაძე, ე.ჩაგელიშვილი  და  გ. თავაძე. 

     გრ. წულუკიძის  სამთო  ინსტიტუტის  მხრიდან  ორივე  მოხსენება  გააკეთა   ინსტიტუტის  უფროს  მეცნიერ  თანამშრომელმა    ა.  ფეიქრიშვილმა.

     განხილული    სამუშაოებით  დაინტერესდნენ  პორტუგალიელი,  პოლონელი,   რუსი  და  ჩინელი  მეცნიერები.   გამოითქვა  მოსაზრება,  რომ ზემოთ   ჩამოთვლილი  ქვეყნების  მეცნიერებმა  შექმნან  ერთობლივი  კონსორციუმი  ევროპის  მიერ  გამოცხადებული  „ჰორიზონტი  20“    კონკურსში     მონაწილეობის  მისაღებად.

       გამოსვლებიდან  საინტერესო  იყო  გერმანიიდან,  პროფესორ  როლფ  პრიუმერის  გამოსვლა,  რომელიც  მიეძღვნა  აფეთქებით  შედუღებისა  და  ფხვნილოვანი  მასალების  აფეთქებით   კომპაქტირების  საკითხებს.

 
 

 

პროფესორ  როლფ  პრიუმერთან ერთად

         პროფესორმა  ტომას  ბაბულმა  გააკეთა  მოხსენება  სპილენძის  ზედაპირის  გრაფიტით  დეტონაციურ  დაფარვაზე.