ამოცანები. მან აღნიშნა, რომ ბაგირთა სისტემების დინამიკის,
აგრეთვე კოსმოსური ჰანტელური სისტემების დინამიკის კვლევისას
დაგროვილი გამოცდილება და მიღებული შედეგები იძლევა საფუძველს
აღნიშნული მიდგომის გამოყენების შესაძლებლობა მოისინჯოს
აგრეთვე შენობებზე სეისმური ზემოქმედების პროცესების
გამოკვლევისას.
მოხსენების დასრულების შემდეგ გამართული დისკუსიის დროს
შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ბატონებმა გ.გაბრიჩიძემ,
კ.ჩხიკვაძემ, ჯ.ესაიაშვილმა, ს.გოგმაჩაძემ. აღინიშნა, რომ
მოხსენებაში გაშუქებული იყო საინტერესო და აქტუალური საკითხები
და მიზანშეწონილია
გაგრძელდეს ურთიერთობა და მოსაზრებათა გაზიარება
შემოთავაზებული მიდგომის სამშენებლო მექანიკის და
სეისმომედეგობის ამოცანათა კვლევისას გამოყენების
შესაძლებლობათა უკეთ გასარკვევად. |
|
 |