25 ივლისს სამთო ინსტიტუტს ესტუმრნენ აშშ-ს მეცნიერების
დესპანი, მასალათმცოდნეობის, ნანოტექნოლოგიების და ქიმიის
პროფესორი მარკ ჰერსამი, აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური და
ეკონომიკური განყოფილების უფროსი დუაით ნაისტრომი, აშშ-ს
საელჩოს პოლიტიკურ/ეკონომიკური ოფისერი ანტონიო კამპილო
ჰერნანდესი, გარემოს მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და
ჯანდაცვის რეგიონული ოფისის დირექტორი რაფი ბალანი და საელჩოს
თანაშემწე ეკონომიკის საკითხებში მაიკო მიქაძე. სტუმრებს
შეხვდნენ ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნიკოლოზ ჩიხრაძე და
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის წევრ- კორესპონდენტი, პროფესორი ლევან
ჯაფარიძე.
|