მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს და
წარმოდგენილ შედეგებს შეფასება მისცეს პროფესორებმა გ.ჯაიანმა,
გ.ყიფიანმა გ.ნატროშვილმა, რ.დუდუჩავამ.
აღინიშნა წარმოდგენილი მიდგომის – მყარი ტანის დისკრეტული მოდელისა
და მისი კომპუტერული რეალიზაციის სიახლე, ორიგინალობა და
გამოყენების შესაძლებლობა მყარი ტანის დაძაბულ - დეფორმირებული
მდგომარეობის კვლევისას.
გამოითქვა წინადადება გაფართოვდეს თანამშრომლობა გამოყენებითი
მათემატიკის ინსტიტუტისა და სამთო ინსტიტუტის სათანადო ჯგუფებს
შორის კონკრეტული, პრაქტიკისთვის ღირებული თეორიული და საინჟინრო
ამოცანების გადასაწყვეტად, მაგალითად, წამახვილებული თხელი
ფირფიტების ამოცანების შესწავლისას.
|