|
23.06.2008
|
“სამთო
წარმოების, გეოლოგიისა და გარემოს დაცვის თანამედროვე
მენეჯმენტის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია”, ვარნა (ალბენა),
ბულგარეთი |
|
16-20
ივნისს, ბულგარეთში ქ. ვარნაში (ალბენა), ჩატარდა “სამთო
წარმოების, გეოლოგიისა და გარემოს დაცვის თანამედროვე მენეჯმენტის
მე-8 საერთაშორისო კონფერენცია”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მეცნიერმა დოქტორმა ნ.ჩიხრაძემ. კონფერენციის
თემატიკა მოიცავდა წიაღისეულის მოპოვებასა და გადამუშავებასთან
დაკავშირებულ შემდეგ სამეცნიერო პრობლემებს: |
-
წიაღისეულის დამუშავება და გეოლოგია;
-
ნავთობისა და გაზის მოპოვება;
-
ეკოლოგია და გარემოს დაცვა;
-
გეოდეზია და სამთო ზედამხედველობა;
-
ინფორმატიკა და გეოინფორმატიკა;
-
განათლება, აკრედიტაცია და ევროპული ინტეგრაცია.
|
 |
|
თემატიკის შესაბამისად კონფერენციაზე მუშაობდა 6 სექცია.
ნ.ჩიხრაზეს მიერ წარდგენილი იქნა მოხსენება: “აუფეთქებლად
დამრღვევი აგენტის გამოყენება საბადოთა მიწისქვეშა
დამუშავებისათვის”. კონფერენციის პროგრამის შესაბამისად იგი
გაკეთდა 16 ივნისს სექციაზე: “დამუშავება და გეოლოგია”. მოხსებების
ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს
პროფესორმა დავორინ მატანოვიჩმა (ზაგრების უნივერსიტეტი,
ხორვატია,), დოქტორმა პეტრ სასეკმა (ნახშირის ინსტიტუტი, ჩეხეთი)
და დოქტორმა დიმიტრიოს პაპოულისმა (პატრას უნივერსიტეტი,
საბერძნეთი).
საორგანიზაციო კომიტეტმა კონფერენციის მუშაობაში შეტანილი
წვლილისათვის და მოხსენების წარდგენისათვის მომხსენებელს გადასცა
სათანადო სერთიფიკატი.
კონფერენციის მიმდინარეობისა გაიმართა პარალელური შეხვედრები:
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან პროფ.
გიორგი ჩალდაკოვთან, საორგანიზაციო კომიტეტის წევრთან, ამფეთქებელ
ინჟინერთა თურქეთის საზოგადოების პრეზიდენტთან, პროფ. ალი
კარიმანთან, დოქტორ ჯურის ბურლაკოვსტან (ლატვიის გარემოს დაცვის
საკონსულტაციო ბიურო), დოქტორ მამორუ კოარაისთან (გეოგრაფიის
ინსტიტუტი, იაპონია), მთ. გეოლოგ ქუამილ სუკასთან (კოსოვო), დოქტორ
სანი მულაჯთან (კოსოვოს გეოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი).
შეხვედრების დროს განხილულ იქნა ურთიერთსაინტერესო სამეცნიერო
პრობლემატიკა და მომავალი შესაძლო თანამშრომლობის კონკრეტული
ფორმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის მე-7 ჩარჩო
პროგრამაში მონაწილეობის პერსპექტივებს და ამ მიზნით კონსორციუმის
შექმნის შესაძლებლობებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაიცვალოს
სამეცნიერო ინფორმაცია (პუბლიკაციები) და მონაცემები,
ექსპერიმენტული ბაზებისა და სათანადო მოწყობილობა-დანადგარების
შესახებ, ერთობლივი საპროექტო განაცხადების მომზადებისა და
დამფინანსებელ ფონდებში საკონკურსოდ მიზნით. |
|
|
|