Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

     19.08.2013 |  23-ე მსოფლიო სამთო კონგრესი (მონრეალი, კანადა)

   

    

       

        2013 წლის 11-15 აგვისტოს მონრეალში (კანადა), კონგრესების სასახლეში ჩატარდა 23-ე მსოფლიო სამთო კონგრესი. 

        მსოფლიო კონგრესი წარმოდგენს სამთო დარგის ყველაზე პრესტიჟულ და წარმომადგენლობით სამეცნიერო-ტექნიკურ ღონისძიებას, რომელიც იმართება 3 წელიწადში ერთხელ. 23-ე კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 1500 მეცნიერმა და სპეციალისტმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. კონგრესზე განხილული იყო თანამედროვე მიღწევები საბადოთა მიწისქვეშა და ღია დამუშავების, სამთო სამუშაოების უსაფრთხოების, სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების, ქანების მექანიკის, გამოყენებითი გეოფიზიკის, სამთო საწარმოთა ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის დარგში. კონგრესის მონაწილეებისათვის ორგანიზებული იყო თანამედროვე სამთო მანქანებისა და მოწყობილობის გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის 350 კომპანია.

         კონგრესზე წარმოდგენილი 456 მოხსენებიდან ორგანიზატორების მიერ ძირითად მოხსენებებად გამოყოფილი იყო 43 მოხსენება, მათ შორის გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის თანამშრომელთა მოხსენება ”ნახშირის შახტებში მეთანის აფეთქებიგან ხალხის დამცავი სისტემა” (ავტორები ე. მატარაძე, ნ. ჩიხრაძე, ნ. ბოჭორიშვილი, თ. ახვლედიანი, ა.გურჯიძე).

     საქართველოდან კონგრესს ესწრებოდნენ სამთო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე თ. ახვლედიანი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი ე. მატარაძე და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალური დირექტორი ა. გურჯიძე.