Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

     17.05.2016 | ნატოს სამეცნიერო პროგრამის, „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“

                                                 წარმომადგენლების ვიზიტი სამთო ინსტიტუტში

       

      მიმდინარე წლის 9-12 მაისს სამთო ინსტიტუტში ვიზიტით იმყოფებოდნენ ნატოს სამეცნიერო პროგრამის, „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი/კოორდინატორი დოქტორი მიხაილ სვიტკესი, ნატოს ტელევიზიის ჟურნალისტი ჯეიკ ტუპმანი და ინსტიტუტში ნატოს დაფინანსებით მიმდინარე სამეცნიერო პროექტის თანადირექტორი, ფლორიდის უნივერსიტეტის „ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის ცენტრის“ დირექტორი, პროფესორი თეოდორ კრაუტჰამერი.

         ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ნატოს დაფინანსებით  ფლორიდის უნივერსიტეტთან ერთობლივად მიმდინარე სამეცნიერო პროექტის „მიწისქვეშა ნაგებობების დაცვა საწვავის ღრუბლის აფეთქებისგან“ შედეგების გაცნობა და პროექტის შესახებ ნატოს ტელეარხის მიერ ფილმის მომზადება.

 

 

 

       

 

 
 

 

       

 

 

       

 

 

       

 

 
 

        10 მაისს განხორციელდა მოდერინიზირებული მიწისქვეშა ექსპერიმენტული კომპლექსის, პროექტის ფარგლებში შექმნილი აფეთქბისგან დამცავი მოწყობილობისა და „დარტყმითი ტალღების მილის“ პრეზენტაცია. ნატოს ტელეარხის მიერ მოხდა აფეთქების პროცესების ექსპერიმენტების ვიდეოჩაწერა და შემსრულებლებისგან ინტერვიუების აღება.

    11 ივნისს სამეცნიერო საბჭოს სხდომათა დარბაზში გაიმართა სემინარი, რომელსაც ზემოთ აღნიშნულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ პროექტის საბოლოო მომხმარებლის-სსსტც „დელტას“ წარმომადგენლები, გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი, სხვადასხვა ინსტიტუტებიდან მოწვეული სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სემინარის ორგანიზებაში ჩართული იყო რუმინეთის საელჩო და მისი კონსული რადუ გორინციოი, რომელიც წარმოადგენს ნატოს საკონტაქტო პირს საქართველოში. 

 
 

 

       

 

 
 

 
 

 

       

 

 
 

         სემინარზე მოხსენება გააკეთეს პროექტის თანადირექტორებმა, პროფ. თეოდორ კრაუტჰამერმა და პროფ. ნიკოლოზ ჩიხრაძემ. ნატოს სამეცნიერო პროგრამის შესახებ ისაუბრა  დოქტ. მ. სვიტეკსმა. „დელტას“ საქმიანობაზე და პროექტის შედეგების გამოყენების პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა ბატონმა უჩა ძოძუაშვილმა. სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილენი და მოწვეული სტუმრები ეწვივნენ მიწისქვეშა ასაფეთქებელ კომპლექსს სადაც მოხდა პროექტის ფარგლებში შექმნილი აფეთქებებისგან დამცავი სისტემის ფუნქციონირების დემონსტრირება. ნატოს ტელეარხის მიერ განხორციელდა რეალურ პირობებში აფეთქებისას  დამცავი სისტემის მოქმედების ჩაწერა და მომზადდა მასალები ფროექტის შესახებ სატელევიზიო გადაცემის მოსამზადებლად.