Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

     17.05.2010 | "მე-3 საერთაშორისო კონფერენცია  დაცვის სტრუქტურების პროექტირებასა

                          და ანალიზში“ სინგაპურში

            2010 წლის 10-12 მაისს სინგაპურში ჩატარდა „მე-3 საერთაშორისო კონფერენცია  დაცვის სტრუქტურების პროექტირებასა და ანალიზში“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სინგაპურის თავდაცვის და ტექნოლოგიების სააგენტო, იაპონიის თავდაცის ეროვნული აკადემია, ფლორიდის უნივერსიტეტის ინფრასტუქტურის დაცვისა და ფიზიკური უსაფრთხოების ცენტრი და სინგაპურის ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. კონფერენციაში მონაწილეობდა აღნიშნულ მიმართულებით მომუშავე 300-ზე მეტმა მეცნიერი და ექსპერტი მსოფლიოს 18 ქვეყნიდან (აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ისრაელი სინგაპური და ა.შ.) როგორც სამეცნიერო ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან, ასევე თავდაცის სამინისტროების კვლევითი ლაბორატორიებიდან.  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ, რომელმაც პლენარულ სხდომაზე გააკეთა მოხსენება: „ხალხისა და მიწისქვეშა ნაგებობების ინფრასტუქტურის აფეთქებებისგან დამცავი ახალი ავტომატური სისტემის სასტენდო გამოცდის შეცდეგები“ (ავტორები: ე. მატარაძე, თ. კრაუდჰამერი, ნ. ჩიხრაძე, ე. ჩაგელიშვილი).