Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

     05.12.2016 |  პროექტის კოლაბორატორი ფლორიდის უნივერსიტეტის „ინფრასტრუქტურისა და

                           ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის ცენტრის“ დირექტორი პროფ. თ. კრაუტჰამერი

                                                          ვიზიტი გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტ, ვიზიტით იმყოფებოდნენ პროექტის კოლაბორატორი და ფლორიდის უნივერსიტეტის „ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის ცენტრის“ დირექტორი პროფესორი . კრაუტჰამერი და პროექტის მონაწილეები ალმატის წვის პრობლემების ინსტიტუტიდან, მათ შორის - ე.ალიევი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე - კაზაკოვი, წამყვანი მეცნიერი და დოქტორანტი მ. ატამანოვი. ვიზიტის მიზეზი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგების და დამტკიცებული სამუშაო გეგმით შესასრულებელი სამუშაოების უამრავი მეთოდოლოგიური ასპექტების განხილვა. პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებდა გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ექსპერიმენტალური კამერის დათვალიერება, სადაც იყო ჩატარებული ექსპერიმენტები.  გარდა ამისა, პროექტის ძირითადი მიზნებისა და აგრეთვე დამცავი სისტემის ძირითადი პარამეტრების შერჩევის მეთოდოლოგიური საფუძვლების, აფეთქების  დეტექტორის საიმედობასთან დაკავშირებული პრობლემების და დარტყმითი ტალღის აბსორბერის კონსტრუქციის გაანგარიშების დეტალური  განხილვისთვის მოწყობილი იყო სემინარი.