Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

   13.06.2017 |       ემორანდუმები სამთო ინსტიტუტსა და პეტროშანის უნივერსიტეტს შორის და  სამთო

                              ინსტიტუტსა და აფეთქებისაგან დაცვის და შახტების უსაფრთხოების კვლევების

                              ეროვნული ინსტიტუტს შორის    

      2017 წლის 12 ივნისს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ დელეგაციები რუმინეთიდან:

  1. რუმინეთის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის „ნავთობის, მინერალური რესურსებისა და გეონომიის განყოფილების“ პრეზიდენტი, პროფესორი ნიკოლაე ილიაში, პეტროშანის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სორინ მიჰაილ რადუ და ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში პროფესორი როლანდ იოსიფ მორარუ;

  2. აფეთქებისაგან დაცვის და შახტების უსაფრთხოების კვლევების ეროვნული ინსტიტუტის გენერალური დირექტორი დოქტორი ჯორჯ არტურ გამანი და საერთაშორისო პროექტებისა და კოოპერაციის ხელმძღვანელი, დოქტორი ვლად პასკულესკუ.

      სამეცნიერო საბჭოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, სამთო ინსტიტუტსა და პეტროშანის უნივერსიტეტს შორის, აგრეთვე  სამთო ინსტიტუტსა და აფეთქებისაგან დაცვის და შახტების უსაფრთხოების კვლევების ეროვნული ინსტიტუტს შორის გაფორმდა მემორანდუმები, რომლებიც ითვალისწინებს სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიები, სამთო მანქანები და დანადგარები, ასაფეთქებელი მასალების და პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოება, აფეთქებისაგან დაცვის სისტემები და აღჭურვილობა, აეროლოგია, გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები, გარემოს ეკოლოგიური შეფასება და კონტროლი, შრომის უსაფრთხოება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამთო ნარჩენების მართვა და სხვა.

         მემორანდუმებით გათვალისწინებულია ერთობლივი საძიებო სამუშაოების შესრულება ევროპული პროგრამების ჩარჩოებში,  სამეცნირო-ტექნიკურ ფორუმებში მეცნიერებისა და სპეციალისტების მივლინება, ინფორმაციების გაცვლა და სტატიების გამოქვეყნება დარგობრივ ჟურნალებში.

 

 

 

       

 

 
 

 
 

 

       

 

 
   
   
  • მემორანდუმი სამთო ინსტიტუტსა და პეტროშანის უნივერსიტეტს შორის  

  • მემორანდუმი სამთო ინსტიტუტსა და აფეთქებისაგან დაცვის და შახტების უსაფრთხოების კვლევების ეროვნული ინსტიტუტს შორის

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია