Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

   13.06.2017 |      რუმინეთიდან სამეცნიერო დელეგაციის ვიზიტი შოთა რუსთაველის ეროვნული

                             სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროექტის „აეროზოლური

                             ტერორიზმის პრევენციის მეთოდების დამუშავება თბილისის მეტროს

                             ვენტილაცისათვის“ შედეგების განხილვის მიზნით

     

        შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროექტის „აეროზოლური ტერორიზმის პრევენციის მეთოდების დამუშავება თბილისის მეტროს ვენტილაცისათვის“ პირველი 6 თვის შედეგების განხილვის მიზნით 2017 წლის 12 ივნისს გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტში იმყოფებოდა სამეცნიერო დელეგაცია რუმინეთიდან შემდეგი შემადგენლობით: რუმინეთის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის „ნავთობის, მინერალური რესურსებისა და გეონომიის განყოფილების“ პრეზიდენტი, პროფესორი ნიკოლაე ილიაში, პეტროშანის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სორინ მიჰაილ რადუ, ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში პროფესორი როლანდ იოსიფ მორარუ, აფეთქებისაგან დაცვისა და შახტების უსაფრთხოების კვლევების რუმინეთის ეროვნული ინსტიტუტის გენერალური დირექტორი დოქტორი ჯორჯ არტურ გამანი, ამავე ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტებისა და კოოპერაციის ხელმძღვანელი, დოქტორი ვლად პასკულესკუ.

       გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, სადაც მოხსენებით მიღებული შედეგების შესახებ გამოვიდა საგრანტო სამუშაოს სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი ომარ ლანჩავა [მოხსენება], თანამოხსენებით გამოვიდა საგრანტო სამუშაოს კოორდინატორი, დოქტორი გიორგი ნოზაძე [თანამოხსენება].

 

 

 

       

 

 
 

 
 

        

     სამეცნიერო შედეგებს მაღალი შეფასება სტუმრების სახელით მისცეს პროფესორმა ნიკოლაე ილიაშმა და პროფესორმა როლანდ მორარუმ.

 

 
 

 

     რუმინეთის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის „ნავთობის, მინერალური რესურსებისა და გეონომიის განყოფილების“ პრეზიდენტის, პროფესორ ნიკოლაე ილიაშის გამოსვლა.

 

 
 
 

 

პეტროშანის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ როლანდ მორარუს გამოსვლა.

 

   

    პროფესორმა როლანდ მორარუმ თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში აღნიშნა, რომ პერტოშანის უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ სორინ მიჰაი რადუს მიერ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები „ჰორიზონ 2020-ის“ ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის შექმნისაკენ, რომელშიდაც გაერთიანდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების გერმანიის, რუმინეთის, იტალიის, პოლონეთის მეცნიერები, სადაც აგრეთვე ჩართული იქნებიან მკვლევარები გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან [Letter of invitation] სატრანსპორტო გვირაბების მოქნილი სავენტილაციო სისტემების დამუშავების მიმართულებით.

 

 

 

კონსორციუმის წევრთა შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში.

 

   

 

კონსორციუმის წევრთა შეხვედრა საქართველოს სამთო საზოგადოებაში.

 

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია