Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

   12.09.2016 |            უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემის წევრ კორესპონდენტის

                                             არკადი გრიგორის ძე შაპარის დაბადებიდან 80 წლისთავი

                

     2016 წლის 5 სექტემბერს, დნეპროპეტროვსკში,  უკრაინის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ბუნებათსარგებლობისა   და ეკოლოგიის პრობლემების ინსტიტუტში ჩატარდა  გამოჩენილი მეცნიერის უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემის წევრ კორესპონდენტის არკადი გრიგორის ძე შაპარის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი  გაერთიანებული სამეცნიერო საბჭო.

        ბატონმა არკადი შაპარმა, პირველმა მეცნიერულად დაასაბუთა და აღწერა თანამედროვე სამთო წარმოების ზეგავლენა გეოლოგიური და ზოგადად, ეკოლოგიური გარემოს მდგომარეობის დინამიკაზე. ასევე მის მიერ იქნა შემოთავაზებული ტექნოგენურად დატვირთული ტერიტორიების ეკოლოგიურ–ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიის, კრიტერიუმების და მონაცემების არჩევის მეთოდოლოგია.

 

 

 

 

       

 

 
 

 

       

 

 

       

        სამეცნიერო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მათ შორის საქართველოდან გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები: აფეთქების ტექნოლოგიის განყოფილების უფროსი სერგო ხომერიკი და საპროექტო საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსი გიორგი ჯავახიშვილი.

        ბატონმა სერგო ხომერიკმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.  სამეცნიერო წრეებთან შეხვედრების დროს გამოიხატა სურვილი გაღრმავდეს სამეცნიერო კავშირები ჩვენს ინსტიტუტებს შორის, კერძოდ უკრაინის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის პრობლემების ინსტიტუტთან ერთად მომზადდეს პროექტები სამთო საწარმოების ეკოლოგიური პრომლემების და არატრადაციული ენერგიის მიღების ხერხების დამუშავების მიმართულებით.

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია