Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

09.12.2008

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცარმეო პროგრამა (STEP). სამეწარმეო კონფერენცია.

     2008 წლის 8 დეკემბერს თბილისში „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამეწარმეო კონფერენცია, სადაც გაიმართა ბიზნეს პარტნიორობის საგრანტო კონკურსის შედეგების პრეზენტაცია.

      კონკურსი ტარდებოდა აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF), საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (GNSF) და საქართველოს სამეცნიერო–ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF)  ერთობლივი ბიზნეს პარტნიორობის საგრანტე პროგრამის (BPG - 2008)–ის ფარგლებში.

        თავდაპირველად კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 განაცხადი, რომელთაგან შეირჩა 12 პროექტი.

      ონფერენციაზე მოსმენილი 12 პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციების შედეგად აშშ და საქართველოს ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ დასაფინანსებლად შეარჩია 6 პროექტი, მათ შორის 2 – სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან.

  1. „აფეთქებით შედუღების მეთოდით ანოდური დამმიწებლისათვის ბიმეტალური ელექტროკონტაქტების დამზადება“.

სამეცნ. ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩაგელიშვილი

ბიზნეს პარტნიორი – „შპს „ტრანსპორტი“

  1. „უტილიზირებული საბრძოლო მასალების ბაზაზე სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების წარმოების ტექნოლოგიის დამუშავება“.

      სამეცნ. ჯგუფის ხელმძღვანელი სერგო ხომერიკი

     ბიზნეს პარტნიორი –  შპს „რასე“