მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 5
ნოემბრამდე სამთო ინსტიტუტში
სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს პროგრამით, „მეცნიერება
მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“
ინსტიტუტში მიმდინარე პროექტის (#SfP
980981) თანადირექტორი აშშ-ის
მხრიდან, ფლორიდის უნივერსიტეტის
პროფესორი, ამავე უნივერსიტეტთან
არსებული „ინფრასტრუქტურის
დაცვისა და ფიზიკური უსაფრთხოების
ცენტრის“ დირექტორი, თეოდორ
კრაუდჰამერი. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა
პროექტის სამუშაო გეგმით შემუშავებული,
მიწისქვეშა ნაგებობებში
შემთხვევითი და ტერორისტული
აფეთქებებისაგან დამცავი სისტემის
საპილოტო გამოცდები. განხილული
იქნა ფინალური ანგარიშის სამუშაო
ვარიანტი და შემუშავებული იქნა
რეკომენდაციები შექმნილი დამცავი
სისტემის კომერციალიზაციის ეტაპზე
გადსასვლელად. ვიზიტის დროს ასევე
გაიმართა საქმიანი შეხვედრები
ინსტიტუტის სხვადასხვა
ქვედანაყოფების წამყვან
მეცნიერებთან და სსიპ ფ. თავაძის
მეტალურგიისა და
მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის
ხელმძღვანელობასთან.