Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

05.12.2008

განცხადება საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გრანტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგების განხილვის სადემოსტრაციო დღის დანიშვნის შესახებ

    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

   გაცნობებთ, რომ სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმებული #184 და #243 საგრანტო ხელშეკრულებების მე-3 პუნქტის 3.13. ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, 11 საათზე, სამთო ინსტიტუტში დანიშნულია გრანტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგების განხილვა (სადემოსტრაციო დღე).

    განხილვა შედგება სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომათა დარბაზში, ოთახი N217.