2013 წლის 27
მაისიდან 2 ივნისამდე ქ. კიევში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების,
გეოლოგიის და წიაღისეულის სახელმწიფო სამსახურის, სახელმწიფო
გემოლოგიური ცენტრისა, ნ.პ.სემენენკოს სახ. გეოქიმიის,
მინერალოგიისა და მადანწარმოქმნის ინსტიტუტის,
”უკარინის გეოლოგთა კავშირი”-ს, უკრაინის
გეოლოგიური კომპანიის, საუწყებათასორისო პეტროგრაფიული კომიტეტის
და ნაციონალური სტრატიგრაფიული კომიტეტის მიერ ჩატარდა
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ”გრანიტოიდები
- ფორმირების პირობები და მადანშემცველობა”.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო
სამთო ინსტიტუტის ანალიზური
ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების განყოფილების ინჟინერმა
ნინო ადეიშვილმა,
რომელმაც წარადგინა სასტენდო
მოხსენება: ”მდ.ასლანურას ხეობის (ხრამის
მასივი) კვარც-პორფირულ-გრანიტ-პორფირული კომაგმატური
გრანიტული კომპლექსის პეტროლოგია”. მოხსენება გამოქვეყნდა
კონფერენციის კრებულში.
კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ ნ.პ.სემენენკოს გეოქიმიის,
მინერალოგიისა და მადანწარმოქმნის ინსტიტუტის კოლექციას და
ეწვიეს უკრაინის ჟეჟელევსკის და კოროსტენსკის გრანიტების
კარიერებს.
|