Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

     01.04.2010 | სამეცნიერო პროექტის ST-08-7-472  - “ბაგირგზებისა და სხვა ანალოგიური ბაგირ –

                          ღეროვანი სტრუქტურების კომპიუტერული მოდელირებისა და მათემატიკური და

                          პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და გამოცდა” შესრულების შედეგები

 

         2010 წლის 31 მარტს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე შედგა სესფ-ის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის ST-08-7-472  - “ბაგირგზებისა და სხვა ანალოგიური ბაგირ – ღეროვანი სტრუქტურების კომპიუტერული მოდელირებისა და მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და გამოცდა” შესრულების შედეგების წარმოდგენა.

       სამეცნიერო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მონიტორინგის, შეფასებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი, ბატონი ზურაბ ხიდეშელი და ამავე ფონდის საზოგადოებასთან ურთერთობის კოორდინატორი ქალბატონი ქეთი კვიტატიანი.

        სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე მოწვეული სპეციალისტები, დოქტორები: კ.ჩხიკვაძე (სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, განყოფილების ხელმძღვანელი), ჯ.გიგინეიშვილი (“თბილზნიეპი”, პროგრამული საანგარიშო კომპლექსის ”ლირის” რეგიონალური წარმომადგენელი), თ.მაცაბერიძე (შ.პ.ს.”პროგრესი”, მთავარი სპეციალისტი), ე.წოწერია (ს.ს. “ცენტრპოინტი”, საპროექტო სტუდიის მთავარი კონსტრუქტორი).   

     პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პროფ. დ.პატარაიამ და მენეჯერმა დ-მა გ. ნოზაძემ გააკეთეს მოხსენება სამუშაოს არსის, ძირითადი შედეგების და მათი ექსპერიმენტული და ტესტ – მაგალითებით შემოწმების შესახებ.

 

      აღინიშნა, რომ პროექტის საფუძველს შეადგენდა ინსტიტუტში წინა წლებში დამუშავებული ბაგირგზებისა და სხვა გავრცობილი ბაგირ – ღეროვანი სტრუქტურების მოდელირებისა და გაანგარიშების მიდგომა (ბაგირის დისკრეტული მოდელი და ძალთა რელაქსაციის მეთოდი), რომლის თანამედროვე დონეზე რეალიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა შესაძლებელი გახდა ფონდის საგრანტო დაფინანსების წყალობით. მოხსენების დასასრულს დ-მა გ.ჯავახიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა მის მიერ შემუშავებული ეფექტიანი სადემონსტრაციო პროგრამა, საიდანაც თვალსაჩინოდ ჩანდა თუ როგორ ფუნქციონირებს ზემოთ აღნიშნული მიდგომა ნებისმიერად დატვირთული ღეროვანი სტრუქტურის გაანგარიშებისას (იხ. აგრეთვე http://www.mining.org.ge/develop/pataraia-dmr/index.html).

აღინიშნა აგრეთვე, რომ პროექტის დამუშავებისას შექმნილი პროგრამა გამოყენებული იქნა რეალური ობიექტის - მდ.არაგვზე ვანტური გადასავლელის (მაგისტრალური გაზსადენის) რეკონსტრუქციისთვის საექსპერტო დასკვნის შედგენისას.  პარალელურად “ლირით” შესრულებული ანგარიშების შედეგებთან შედარებამ, აგრეთვე ნატურული გაზომვების შედეგებმა დაადასტურა შემუშავებული პროგრამის საიმედოობა და სარწმუნოობა.