Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

31.01.2007  

  სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის,  შპს ჯორჯიან მანგანეზის
და სს ჭიათურმანგანუმის ხელმძღვანელთა შეხვედრა

  30 იანვარს, სს ჭიათურმანგანუმის ხელმძღვანელების ინიციატივით, გაიმართა სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, სს ჭიათურმანგანუმის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელის - შპს ჯორჯიან მანგანეზის და სს ჭიათურმანგანუმის ხელმძღვანელთა შეხვედრა.
     შეხვედრაში მონაწილეობდნენ: 

-   სამთო ინსტიტუტის მხრიდან: დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ჩიხრაძე, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ახვლედიანი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ედგარ მატარაძე და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ავთანდილ აბესაძე.
-   ჯორჯიან მანგანეზის მხრიდან: გენერალური დირექტორი ალექსანდრე ზილბერმანი, მარგანეცის სამთო გადამამუშავებელი კომბინატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვალერი კაჩკო, პრივატბანკის წარმომადგენელი ივანე ვატუტინი.
-   სს ჭიათურმანგანუმის მხრიდან: აღმასრულებელი დირექტორი აკაკი გურჯიძე, დირექტორი წარმოების დარგში დემურ ასანიძე და სხვა სპეციალისტები.
     განხილულ იქნა სს ჭიათურმანგანუმის უახლოესი ხუთი წლის განვითარების და 2007 წლის სამუშაო გეგმები, მათ შორის ინსტიტუტსა და ჯორჯიან მანგანეზეს შორის მომავალი სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები.