Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

24.04.2007 

ვიზიტი სამეცნიერო პროექტებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით

     23 აპრილს ინსტიტუტს ეწვივნენ ტექნოლოგიების ტრანსფერისა და კომერცალიზაციის ექსპერტები: ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მისური-კოლუმბიის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ვლადისლავ ლიხოლეტოვი და ნიუ-იორკის შტატის ბინგამტონის უნივერსიტეტის უფროსი კონსულტანტი ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციური თანამშრომლობის  დარგში, დოქტორი ევგენი კრენცელი. 

      ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა დირექციასთან და ინსტიტუტის წამყვან მეცნიერებთან.4311;ან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამეცნიერო პროექტებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სფეროში არსებული მდგომარეობა და მისი ხელშეწყობის მიზნით კვალიფიციური სპეციალისტის მომზადების საკითხები.  დირექციისა და შეხვედრის მონაწილეთა მიერ აღნიშნულ იქნა ინსტიტუტში კომერციალიზაციის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის შემოღების აქტუალობა.
      ინსტიტუტის დირექციამ გამოთქვა მზადყოფნა
STCU-ს პროგრამით ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მთავარი სპეციალისტი ექსპერტის მომზადების შემთხვევაში შემოიღოს ასეთი თანამდებობა და მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს ამ თანამდებობაზე დანიშნულ სპეციალისტს.