ელიზბარ მინდელის სახელობის

პრემიის მოსაპოვებლად

 

 FOR COMPETITOR PRIZE OF ELIZBAR MINDELI

            საქართველოს სამთო საზოგადოება აცხადებს კონკურსს გამოჩენილი ქართველი სამთოელის ელიზბარ მინდელის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად 2013 წელს.

            ე.მინდელის სახელობის პრემია მიენიჭება ბოლო სამ წელში შესრულებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო, პედაგოგიური ნაშრომის (ნაშრომთა ციკლის) ან საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტების ავტორს (ავტორთა ჯგუფს) სამთო ტექნოლოგიების დარგში.

            კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილ მასალებს უნდა დაერთოს:

განცხადება საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდიუმის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

            კონკურსზე წარმოდგენილი ნაშრომი (ორი ეგზემპლარი);

            ავტორის მოკლე დახასიათება;

            ორგანიზაციის ან ცალკეული სპეციალისტის წარდგინება, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ნაშრომის სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობა და წვლილი სამთო საქმის განვითარებაში;

            ცნობა ნაშრომში ავტორის წვლილის შესახებ, დამოწმებული იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც შესრულდა სამუშაო;

            მონაცემები ავტორის შესახებ (მუშაობის ადგილი, თანამდებობა, სამეცნიერო წოდება და ხარისხი, ბინისა და სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომრები და ა.შ.).

            კონკურსში მონაწილეობისათვის მასალები წამოდგენილი უნდა იქნეს 2013 წლის არაუგვიანეს 1 აპრილისა. კონკურსში გამარჯვებულ ავტორს (ავტორებს) გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, მედალიონი და ფულადი ჯილდო. ცნობა პრემიის მინიჭების შესახებ გამოქვეყნდება პრესაში.

            საკონკურსო მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ და ინახება საქართველოს სამთო საზოგადოების არქივში.

            დამატებითი ცნობების მიღება შეიძლება საქართველოს სამთო საზოგადოებაში (თბილისი, მ.კოსტავას 77, სტუ-ს III კორპუსი, ოთახი 226, ტელეფონი 236-50-47).