Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

     01.04.2010 | საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მიმდინარე

                          საგრანტო პროექტების შედეგების სადემონსტრაციო დღე

            2010 წლის 20 აპრილს ინსტიტუტში ჩატარდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, მიმდინარე საგრანტო პროექტების პირველი წლის შედეგების სადემონსტრაციო დღე, რის შესახებაც, დადგენილი წესის მიხედვით, წინასწარ შეტყობინება გაეგზავნა სესფ-ის მონიტორინგის, შეფასებისა და ანალიზის  სამსახურს.

       

 

 

      ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განხილული იქნა  მიმდინარე სამი საგრანტო პროექტის პირველი წლის სამუშაოების შედეგები, რომლებიც წარმოადგინეს პროექტების მენეჯერებმა.

  • გრანტი №GNSF/ST08/7-491 ქვანახშირის შახტებში მეთანის აფეთქებისას ხალხის დამცავი ავტომატური სისტემა (მენეჯერი: დოქტ. ე.მატარაძე, შესრულების ვადა: 03.2009 02.2012);

  • გრანტი №GNSF/ST08/5-445 ,,სამრეწველო აფეთქების სეისმოუსაფრთხო პარამეტრების დადგენა და მათი გათვლის კომპიუტერული პროგრამის შემუშავება (მენეჯერი: დოქტ. ე.კუკულაძე, შესრულების ვადა: 03.2009 02.2012);

  • გრანტი №GNSF/ST08/5-441 მანგანუმის მადნის კუდების, შლამების გამდიდრებისას დამატებითი სიდიდეების გათვალისწინებით პროცესების კვლევა და კონტროლი (მენეჯერი: დოქტ. მ.გამცემლიძე, შესრულების ვადა: 03.2009 02.2011);

დასმულ შეკითხვებზე მენეჯერების მიერ პასუხის გაცემისა და აზრთა გაზიარების შემდეგ საბჭომ დაადგინა:

  1. სესფ-ის საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე განხილული სამეცნიერო პროექტების პირველი წლის სამუშაოები შესრულებულია სრულად და პროგრამის გეგმის მიხედვით;

  2. განხილული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიშები  არსებული წესის დაცვით გადაეცეს დონორს - საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს.