Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

19.06.2007

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამთო მომპოვებელი მრეწველობის ნარჩენების გადამუშავება 2007

     2007 წლის 12-17 ივნისს დიდი ბრიტანეთის ქ. ფალმუთში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე სამთო მომპოვებელი მრეწველობის ნარჩენების გადამუშავება - 2007 მონაწილეობა მიიღო 21 ქვეყნის 45 მეცნიერმა.
     პლენარულ სხდომაზე გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მეცნიერებმა, დოქტორმა თ. ახვლედიანმა და დოქტორმა ა. აბესაძემ წარადგინეს მოხსენება შავი ზღვის სანაპიროს ეკოსისტემაზე სამთო სამრეწველო ნარჩენების მავნე ზემოქმედების მინიმიზაციის გზები. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის. კერძოდ: დოქტორები ბ. ვილსი (დიდი ბრიტანეთი,
MEI), ს. ჯაჰანშაჰი (ავსტრალია, CSIRO Minerals), ჰ. კამინსკი (კანადა, ალბერტას უნივერსიტეტი) და სხვები დაინტერესდნენ პრობლემის აქტუალობით, ჩატარებული კვლევებით და მიღებული შედეგების პრაქტიკული რეალიზაციის შედეგებით.
     გამოითქვა
STCU-ს ფარგლებში ერთობლივი სამუშაოების ჩატარების მიზნით შემოქმედებითი თანამშრომლობის გაფართოების სურვილი.
     კონფერენციაზე ჩვენი მეცნიერები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნებში სამთო დარგში მიმდინარე სამუშაოებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს სამთო მრეწველობაში. თავის მხრივ მათ მონაწილეებს გააცნეს გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების ძირითადი მიმართულებები და პერსპექტივები.