Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

16.06.2008  

ფხვნილთა მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის 2008 წლის მსოფლიო კონგრესი და გამოფენა,  ვაშინგტონი, აშშ

 

     8-12 ივნისს, აშშში ქ. ვაშინგტონში გაიმართა  ფხვნილთა მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის 2008 წლის მსოფლიო კონგრესი და გამოფენა.
    კონგრესზე გაკეთდა მოხსენება თემაზე: ახალი შემკვრელი მასალები   ოქსიდებისა და კარბიდების ბაზაზე პოლიმერული კომპოზიციური მასალების დასამზადებლად. ავტორები: . უშკინი (სახელმწიფო საკონსტრუქტორო ბიურო იუჟნოე დნეპროპეტროვსკი, უკრაინა) . ვიშნიაკოვი, . სინაისკი (ფრანცევიჩის მასალათმცოდნეობის პრობლემების ინსტიტუტი, კიევი, უკრაინა), . აბაშიძე და . ჩიხრაძე (. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო). მოხსენების სრული ტექსტი, გამოქვეყნდა კონფერენციის ელექტრონულ კრებულში კრებულში და დაიბეჭდება სპეციალურ გამოშვებაში.
      კონგრესის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები და დისკუსიები: პროფესორ ჰანი ჰენინთან (ქიმიური და მასალების საინჟინრო დეპარტამენტი, ალბერტას უნივერსიტეტი, ედმონტონი, კანადა), დოქტორებთან ლასლო კესკესთან და სუვინ მატჰაუდუსთან (აშშ-ის არმიის ლაბორატორია, მერილენდი, აშშ), დოქტორ იაშიჰარუ იამამოტოსთან (კორპორაციის გენერალური მენეჯერი, ტოიამა-კენი, იაპონია), რუმინეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ რადუ ორბანთან (სლუჯ-ნაპოსა, რუმინეთი).

 

      შეხვედრების დროს განხილულ იქნა ურთიერთსაინტერესო სამეცნიერო პრობლემატიკა და მომავალი შესაძლო თანამშრომლობის კონკრეტული ფორმები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაიცვალოს სამეცნიერო ინფორმაცია (პუბლიკაციები) და მონაცემები, ექსპერიმენტული ბაზებისა და სათანადო მოწყობილობა-დანადგარების შესახებ, ერთობლივი საპროექტო განაცხადების მომზადებისა და დამფინანსებელ ფონდებში საკონკურსოდ წარდგენის მიზნით.