Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

    15.07.2010 |  ნატოს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის

 

       

 

 

     

      პროექტის დაფინანსებით შესრულებულია სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ექსპერიმენტული ბაზის რეკონსტრუქცია, შეძენილია თანამედროვე სამეცნიერო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა, რაც საშუალებას იძლევა შესრულდეს თანამედროვე დონის კვლევები აფეთქების ფიზიკის დარგში.

        შესრულებელი კვლევების შედეგები მოხსენებულია 7 საერთაშორისო კონფერენციაზე, გამოქვეყნებულია 8 სტატია, მიღებულია 2 პატენტი. დამყარებულია მჭიდრო თანამშრომლობა კოლაბორატორთან - ფლორიდის უნივერსიტეტის უსაფრთხოების ცენტრთან, ინსტიტუტმა დაამყარა სამეცნიერო კონტაქტები გერმანელ, ჰოლანდიელ და ისრაელელ კოლეგებთან. ოთხმა ახალგაზრდა მეცნიერმა გაიარა სტაჟირება იტალიაში ნატოს მიერ ორგანიზებულ თანამედროვე  კვლევების ინსტიტუტში (იდენტიფიკაციის დარგში), 5 ახალგაზრდა  მეცნიერს დანიშნული აქვს სტიპედია.

         პროექტის დირექტორი ნატოს წევრი ქვეყნიდან არის პროფესორი  ტ. კრაუტჰამერი, ნატოს პარტნიორი ქვეყნიდან  დოქტორი ე. მატარაძე,  უშუალოდ პროექტზე და განხორციელებულ კვლევებზე წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის 15 თანამშრომელი მუშაობს.

          პროგრამა ნატოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  დაფინანსებით ხორციელდება.