Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

 

 

ადგილების რაოდენობა - 1.

თანამდებობრივი სარგო - 900 ლარი.

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.

 

ფუნქციები:

·  სამეცნიერო საქმიანობის წარმართვა განყოფილების დებულების, პროგრამის და ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად;

·     სამეცნიერო-კვლევითი თემატიკის და სამუშაო პროგრამის (გეგმა-გრაფიკი) დამოუკიდებლად განსაზღვრა და ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ერთად ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთვის წარდგენა შესათანხმებლად;

·     ლაბორატორიის პერსპექტიული კვლევების სამუშაო გეგმის შედგენაში და სემინარულ მუშაობაში აქტიური მონაწილეობა;

·     სამეცნიერო საბჭოსთვის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა;

·     სტატიების, ნაშრომების მომზადება და დირექტორის და სამეცნიერო საბჭოს თანხმობით საქართველოს ან საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნება;

·     დირექტორის და სამეცნიერო საბჭოს თანხმობით სიმპოზიუმებში, კონფერენციებში მონაწილეობა;

·     სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით მომზადება/მონაწილეობის მიღება და პროექტების წარდგენა დასაფინანსებლად საქართველოს ან სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებში;

·     სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მაღალხარისხოვნად შესრულების მიზნით ლაბორატორიული ბაზების სრულყოფაში და სამეცნიერო შემოქმედებითი კოლექტივების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

·     კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტში საბაზო დაფინანსებით მიმდინარე სხვა სამეცნიერო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;

·     კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა;

·     დირექციის, შესაბამისი განყოფილების უფროსის და უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

 

განათლება:

·      უმაღლესი ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო განათლება;

·      დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება:

·     ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

·     მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.

 

 კანონმდებლობის ცოდნა:

·      საქართველოს კანონიმეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“;

·      საქართველოს შრომის კოდექსისზოგადი ცოდნა;

·      სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდება;

·      სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;

·      საამფეთქებლო სამუშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.

 

ენების ცოდნა:

·      ქართული ენის კარგად ცოდნა;

·      ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა.

 

კომპუტერის ცოდნა:

·      Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი -  კარგად ცოდნა;

 

კომპეტენციები:

·      გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

·      პასუხისმგებლობის გრძნობა;

·      ანალიტიკური აზროვნების უნარი;

·      გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

·      საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

·      გუნდურად მუშაობის უნარი;

·      სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

·      შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

·      კომუნიკაბელურობა;

·      პროფესიონალიზმი;

·      პროდუქტიულობა.

 

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

·      განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად ;

·      განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

·      პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი;

·      ავტობიოგრაფია/CV;

·     ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

·     შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მისი სამეცნიერო საქმიანობის ხედვა;

·     გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

·     შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი).

შენიშვნა:

1. აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის დისკვალიფიკაციას კონკურსიდან.

2. განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.

 

არსებობის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

·     ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

·     ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;

·     პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

 

დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგნაირად:

განცხადების და მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე - tmi@mining.org.ge, წარმოდგენის გზით.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2018 წლის 12 მაისს 10:00 საათზე და დამთავრდება 2018 წლის 21 მაისს 17:00 საათზე.

 

კონკურსი ჩატარდება შემდეგი ფორმით:

I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კანდიდატის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

 

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

 

გასაუბრებაზე დაბარებული კანდიდატის დროულად არ გამოცხადების შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება კონკურსის მეორე ეტაპიდან.

 

კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტიი © 2003  ყველა უფლება დაცულია