Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის მთავარი სპეციალისტი

 

ადგილების რაოდენობა - 1.

 თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი.

 სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.

 გამოსაცდელი ვადა - 3 თვე.

 

ფუნქციები:

·      საყრდენი გეოდეზიური საფუძვლის შექმნა და განსაზღვრა;

·      ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური აგეგმვების წარმოება;

·      ტოპოგრაფიული გეგმების კამერალური დამუშავება;

·      საინჟინრო ნაგებობების დაკვალვა;

·      ორიენტირების ამოცანების გადაწყვეტა;

·      მიწისქვეშა მარკშეიდერული ქსელის შექმნა და განსაზღვრა;

·      მიწისქვეშა ნაგებობათა დაკვალვითი სამუშაოების წარმოება;

·      ტოპო-გეოდეზიურ და მარკშეიდერულ სამუშაოებზე კონტროლის განხორციელება;

·      სამუშაოს დაცვა ექსპერტებთან;

·      კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტში საბაზო დაფინანსებით მიმდინარე სხვა სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;

·      კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა;

·      დირექციის და უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

 

განათლება - უმაღლესი ტექნიკური განათლება.

 სამუშაო გამოცდილება - მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.

 

კანონმდებლობის ცოდნა:

·     საქართველოს შრომის კოდექსისზოგადი ცოდნა;

·     სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდება;

·     სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;

·     უსაფრთხოების ტექნიკის დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.

 

ენების ცოდნა:

·      ქართული ენის კარგად ცოდნა;

·      რუსული ენის კარგად ცოდნა.

 

კომპუტერის ცოდნა - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, AutoCAD, AutoCAD Civil 3D- ძალიან კარგად ცოდნა.

 

სასურველი პროფესია - ინჟინერი.

 

სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება:

·     ტოპო-გეოდეზიური და სამარკშეიდერო სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

·     Геодезические работы В Строительстве Снип3.01.03-84

·     Пособие По Производству Геодезических Работ В Строительстве (К Снип 3.01.03-84)

·     საპროექტო დოკუმენტაციის სისტემა მშენებლობაში (СПДС) - Документация Исполнительная Геодезическая Правила Выполнения Гост Р 51872-2002

·     ინსტრუქცია - Инструкция по производству маркшейдерских работ РД 07-603-03

·     Условные Знаки Для Топографических Планов Масштабов 1:5000 1:2000 1:1000 1:500

·     გეოდეზიურ ხელსაწყოებთან (GPS, ტაქეომეტრი, ნიველირი, თეოდოლიტი) მუშაობა და ხელსაწყოთა ექსპლუატაციის პრინციპები;

·     დოკუმენტაციის გაფორმების სტანდარტები, მეთოდური მითითებები და ინსტრუქციები;

·     სამამულო და წამყვანი საზღვარგარეთის ქვეყნების თანამედროვე მიღწევები ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების მიმართულებით.

 

კომპეტენციები:

·      გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

·      პასუხისმგებლობის გრძნობა;

·      ანალიტიკური აზროვნების უნარი;

·      გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

·      საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

·      გუნდურად მუშაობის უნარი;

·      სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

·      შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

·      კომუნიკაბელურობა;

·      პროფესიონალიზმი;

·      პროდუქტიულობა.

 

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

·      განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად ;

·      განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

·      პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი;

·      ავტობიოგრაფია/CV.

შენიშვნა:

1. აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის დისკვალიფიკაციას კონკურსიდან.

2. განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.

 

დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგნაირად:

განცხადების და მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე - tmi@mining.org.ge, წარმოდგენის გზით.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2018 წლის 12 აპრილს 10:00 საათზე და დამთავრდება 2018 წლის 20 აპრილს 17:00 საათზე.

 

კონკურსი ჩატარდება შემდეგი ფორმით:

I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კანდიდატის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

 

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

 

გასაუბრებაზე დაბარებული კანდიდატის დროულად არ გამოცხადების შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება კონკურსის მეორე ეტაპიდან.

 

კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტიი © 2003  ყველა უფლება დაცულია