Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების ფეთქებადი მასალების კვლევის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის ტექნიკოსი

 

ადგილების რაოდენობა - 1.

თანამდებობრივი სარგო - 500 ლარი.

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.

გამოსაცდელი ვადა - 3 თვე.

ფუნქციები:

  • ფეთქებადი მასალების ექსპერტიზა, დახარისხება, ვადაგასული დენთების ბაზაზე სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების კვლევებში მონაწილეობა;

  • ფეთქებადი ნივთიერებების მახასიათებლების (მუშაუნარიანობა, ბრიზანტულობა, დეტონაციის სიჩქარე, აფეთქების სითბო) დადგენა;

  • კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტში საბაზო დაფინანსებით მიმდინარე სხვა სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;  

  • კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;

  • დირექციის და უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება..

განათლება - უმაღლესი ტექნიკური განათლება.

სამუშაო გამოცდილება - მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

 
კანონმდებლობის ცოდნა:
  • „საქართველოს შრომის კოდექსის” ზოგადი ცოდნა;
  • სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდება;
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
  • საამფეთქებლო სამუშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
ენების ცოდნა - ქართული ენის კარგად ცოდნა.
კომპუტერის ცოდნა - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი - კარგად ცოდნა.
სასურველი პროფესია - სამთო ან გეოინჟინერი.
 
კომპეტენციები:
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

  • საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

  • გუნდურად მუშაობის უნარი;

  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

  • შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • პროფესიონალიზმი;

  • პროდუქტიულობა.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად ;

  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

  • პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი;

  • ავტობიოგრაფია/CV.

შენიშვნა:

1. აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის დისკვალიფიკაციას კონკურსიდან.

2. განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.

 

         დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგნაირად:

განცხადების და მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე - tmi@mining.org.ge, წარმოდგენის გზით.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2018 წლის 12 აპრილს 10:00 საათზე და დამთავრდება 2018 წლის 20 აპრილს 17:00 საათზე.

 

კონკურსი ჩატარდება შემდეგი ფორმით:

I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კანდიდატის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

 

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

 

გასაუბრებაზე დაბარებული კანდიდატის დროულად არ გამოცხადების შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება კონკურსის მეორე ეტაპიდან.

 

კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტიი © 2003  ყველა უფლება დაცულია