Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

     04.06.2013 |  აერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: გრანიტოიდები -

                           ფორმირების პირობები და მადანშემცველობა (კიევი, უკრაინა)

   

     2013 წლის 27 მაისიდან 2 ივნისამდე ქ. კიევში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების, გეოლოგიის და წიაღისეულის სახელმწიფო სამსახურის, სახელმწიფო გემოლოგიური ცენტრისა, ნ.პ.სემენენკოს სახ. გეოქიმიის, მინერალოგიისა და მადანწარმოქმნის ინსტიტუტის, უკარინის გეოლოგთა კავშირი-ს, უკრაინის გეოლოგიური კომპანიის, საუწყებათასორისო  პეტროგრაფიული კომიტეტის და ნაციონალური სტრატიგრაფიული კომიტეტის მიერ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: გრანიტოიდები - ფორმირების პირობები და მადანშემცველობა.

        კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სამთო ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების განყოფილების ინჟინერმა ნინო ადეიშვილმა, რომელმაც წარადგინა სასტენდო მოხსენებ: მდ.ასლანურას ხეობის (ხრამის მასივი) კვარც-პორფირულ-გრანიტ-პორფირული კომაგმატური გრანიტული კომპლექსის პეტროლოგია. მოხსენება  გამოქვეყნდა კონფერენციის კრებულში.

       კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ ნ.პ.სემენენკოს გეოქიმიის, მინერალოგიისა და მადანწარმოქმნის ინსტიტუტის კოლექციას და ეწვიეს უკრაინის ჟეჟელევსკის და კოროსტენსკის გრანიტების კარიერებს.