Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

01.06.2007

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და NATO-ს ერთობლივი სემინარი 

     30-31 მაისს ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და NATO-ს ერთობლივი სემინარი - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. სემინარზე გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან წარდგენილ იქნა ორი მოხსენება:
   1.  NATO-ს სამეცნიერო პროგრამებში სამთო ინსტიტუტის მონაწილეობის შესახებ (მომხსენებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ჩიხრაძე);
   2.  NATO-ს პროექტში SfP980981 - ტერორისტული აფეთქებებისაგან ხალხისა და ნაგებობების დაცვის სისტემები მიწისქვეშა ნაგებობებში მიღებული შედეგების ზოგადი მიმოხილვა (მომხსენებელი, პროექტის თანადირექტორი ედგარ მატარაძე).