სსიპ - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

ა ც ხ ა დ ე ბ ს

ღ ი ა   კ ო ნ კ უ რ ს ს

ქვემოთ ჩამოთვლილი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად:

  1. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების განყოფილება;
  2. ღია სამთო სამუშაოებისა და აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილება;
  3. ტრანსპორტის სპეციალური სახეობების, საიმედოობისა და დიაგნოსტიკის განყოფილება;
  4. ქანების თვისებებისა და  მასივში მიმდინარე ფიზიკური პროცესების კვლევის განყოფილება;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომელთაც აქვთ დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი შესაბამისი პროფილით.

მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:

a)      განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

b)      განმცხადებლის ავტობიოგრაფია;

გ) შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის

   დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

d)      გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები, (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში);

e)      ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები,

   კომერციალიზაციის პოტენციალი, საჭირო რესურსები და ა. შ.);

ზ) სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოებში მონაწილეობა

   (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

თ) სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა;

i)     პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და

  სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი

  დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

კ) შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც

   შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი,

   ტელეფონი,   ფაქსი, ელ. ფოსტა, მისამართი);

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში, მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ¹7, (10 სთ-დან 18 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 27 აგვისტო.

კონკურსი ჩატარდება 2 სექტემბერს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ტელ: 899 53 00 82

www.mining.org.ge        www.mes.gov.ge  (კონკურსები)

 

სსიპ გრიგოლ წულუკიძის

სამთო ინსტიტუტის

სამეცნიერო საბჭო