სსიპ - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

ა ც ხ ა დ ე ბ ს

ღ ი ა   კ ო ნ კ უ რ ს ს

 სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

 1.    მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების განყოფილება, (სპეციალობა _ წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავება)

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   _   0,5 საშტატო ერთეული.

მეცნიერი თანამშრომელი            _   1 საშტატო ერთეული.

2.  ტრანსპორტის სპეციალური სახეობების, საიმედოობისა და დიაგნოსტიკის განყოფილება, (სპეციალობა _ საბაგირო ტრანსპორტი)

მეცნიერი თანამშრომელი            _   2 საშტატო ერთეული.

3.      წიაღისეულის გამდიდრების, მაღალტექნოლოგიური მასალებისა და სამთო ნარჩენების გადამუშავების განყოფილება (სპეციალობა _ წიაღისეულის გამდიდრება და სამთო ნარჩენების გადამუშავება)

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი              _   1 საშტატო ერთეული.

მეცნიერი თანამშრომელი            _   1 საშტატო ერთეული.

     

კ ო ნ კ უ რ ს ი ს     პ ი რ ო ბ ე ბ ი

    მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორი ან აქვს დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

 

     უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორი ან აქვს დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

 

      მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

        კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია;

გ) შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;

დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

ვ) სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოების ჩამონათვალი დაფინანსების ოდენობის ჩვენებით (მათ შორის ბოლო 5 წლის  განმავლობაში);

ზ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

თ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

ი) შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა, მისამართი);

 

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ 7,  ოთახი 217

           (10 სთ-დან 17 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ივნისი 17 საათი.

კონკურსი ჩატარდება 7 ივლისს.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება  7  ივლისს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი გრიგოლ შატბერაშვილი

ტელ: 32 47 16;    32 69 91;    899 530 082.

www.mining.org.ge      www.mes.gov.ge (კონკურსები)

 დირექტორი                      ნიკოლოზ ჩიხრაძე