სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

 

ა ც ხ ა დ ე ბ ს

 

ღ ი ა   კ ო ნ კ უ რ ს ს

 

  

წიაღისეულის გამდიდრების, მაღალტექნოლოგიური მასალებისა და

სამთო ნარჩენების გადამუშავების განყოფილების

ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

 

                    განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი და შეესაბამება დებულებით განსაზღვრულ განყოფილების სამეცნიერო მიმართულებებს.

 

          კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:;:

ა)      განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ)      განმცხადებლის ავტობიოგრაფია;

გ) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის   დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;

დ)   გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო  კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებსა და გამოფენებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები;

ე)    პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

ვ)    სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

ზ)  სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოების ჩამონათვალი დაფინანსების ოდენობის ჩვენებით (მათ შორის ბოლო 5 წლის  განმავლობაში);

თ) შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა, მისამართი).

 საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის N7, ოთახი N217 საბუთების მიმღები კომისია       (10 სთ-დან 17 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).

 საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 24 მარტის 16 საათი. 

კონკურსი ჩატარდება 27 მარტს. 

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 27 მარტს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი გრიგოლ შატბერაშვილი

ტელ: 32 59 90; 32 69 91.

www.mining.org.ge      www.mes.gov.ge (კონკურსები)

 დირექტორი                      ნიკოლოზ ჩიხრაძე