სსიპ _ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

 

 

  

 

სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

 

1.    მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების განყოფილება

         მეცნიერი თანამშრომელი   -   1 საშტატო ერთეული.

2.    ტრანსპორტის სპეციალური სახეობების, საიმედოობისა და დიაგნოსტიკის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  -   1 საშტატო ერთეული.

 

უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:

)   განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

განმცხადებლის ავტობიოგრაფია;

) შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;

) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში);

) ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

) სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოების ჩამონათვალი დაფინანსების ოდენობის ჩვენებით (მათ შორის ბოლო 5 წლის  განმავლობაში);

) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

) შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა, მისამართი);

 საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში

 

მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის #7 (10 სთ-დან 17 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 24 ოქტომბერი 17 საათი.

კონკურსი ჩატარდება 28 ოქტომბერს.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება  28 ოქტომბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ტელ: 32 47 16; 32 59 90; 32 91 16.

www.mining.org.ge        www.mes.gov.ge   (კონკურსები)

დირექტორი         ნიკოლოზ ჩიხრაძე

01.10.2008