Home

მთავარი გვერდი დაგვიკავშირდით

 მთავარი გვერდი  ჩვენს შესახებ  ისტორია

ინსტიტუტის ისტორია

               ინსტიტუტი დაარსდა 1957 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მეტალისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებისა და საბჭოთა კავშირის ნახშირის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ბაზაზე. ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1957-1973 წ.წ.) იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ა. ძიძიგური.

 
        1957 წლიდან ინსტიტუტს მიენიჭა გრიგოლ წულუკიძის სახელი. იგი იყო გამოჩენილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ სამთოელთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

         ინსტიტუტი ერთადერთი სპეციალიზირებული სამეცნიერო დაწესებულებაა ამიერკავკასიაში, სადაც მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ფუნდამენტალური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები სამთო საქმის აქტუალური საემცნიერო-ტექნიკური მიმართულებით.        

 
            1973-1980 წ.წ. ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, გამოჩენილი მეცნიერი და დიდი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე. მინდელი. უნდა აღინიშნოს მისი უდიდესი წვლილი ინსტიტუტის შენობა-ნაგებობების და ლაბორატორიული ბაზების შექმნისა და აღჭურვის საქმეში.    
           1980-1988 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ცნობილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ი. ზურაბიშვილი  
 

1988-2006 წლებში კი ინსტიტუტის  დირექტორი გახლდათ ცნობილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლ. ჯაფარიძე.

 
   

 ბოლო განახლება: 

  05/29/2018  
 

 

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი 2003  ყველა უფლება დაცულია