Home

მთავარი გვერდი დაგვიკავშირდით

       
  მთავარი გვერდი » ჩვენს შესახებ »  ზოგადი ინფორმაცია
 

 

 

 

 

 

 

free counters

 
 

ზოგადი ინფორმაცია

 

        

          ინსტიტუტის ძირითადი პერსონალის რაოდენობა განისაზღვრება 117 საშტატო ერთეულით. მათ შორის სამეცნიერო პერსონალისა – 37;  აქედან, 11 მთავარი მეცნიერ თანამშრომელია, 7 უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და 19 მეცნიერ თანამშრომელი. სამეცნიერო განყოფილებებში მუშაობს 40 წლის ასაკამდე 27 თანამშრომელი, მათგან 6  დოქტორია, 2 დოქტორანტი, 14 მაგისტრი და 5 მაგისტრანტი. ახალგაზრდა თანამშრომელები არიან  სამეცნიერო პროექტების მენეჯერი, საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის უფროსი და  საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე.

      ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალიდან ერთი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და ერთი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

 

 

სამეცნიერო განყოფილებები და ლაბორატორიები:

1.მიწისქვეშა ნაგებობებათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავების და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილება:

ა) მიწისქვეშა მშენებლობის ლაბორატორია;

ბ) საბადოთა დამუშავების ლაბორატორია;

გ) კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორია.

2. აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილება:

ა) ფეთქებადი მასალების კვლევისა და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორია;

ბ) მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორია;

გ) აფეთქებისაგან დაცვის ტექნოლოგიების ლაბორატორია.

 

3. ქანების, საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის განყოფილება.

4. ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების განყოფილება.

5. საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრი.

 

სამთო ინსტიტუტში აგრეთვე ფუნქციონირებს წყლის ფიზიკო-ქიმიური ანალიზისა და ტექნოლოგიების ჯგუფი.

 

ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების მიმართულებებია:

  • სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის და რეკონსტრუქციის სრულყოფა, მიწისქვეშა გვირაბების საიმედო და ეკონომიური გაყვანის ტექნოლოგიების და სამაგრი კონსტრუქციების შექმნა;

  • მარგი წიაღისეულის საბადოთა დამუშავების მაღალმწარმოებლური, უსაფრთხო ტექნოლოგიების დამუშავება; კარიერის ფერდების მდგრადობის კვლევა;

  • ჰიდრომექანიზირებული კომპლექსები და მილსადენი ჰიდროტრანსპორტი;

  • საბაგირო სატრანსპორტო საშუალებები, ამწევი სატრანსპორტო მოწყობილობები და მექანიზმები;

  • ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა და საამფეთქებლო სამუშაოების ტექნოლოგიების სრულყოფა;

  • მასიური აფეთქებით გამოწვეული სეისმური ეფექტის კვლევა და საინჟინრო ნაგებობებზე მისი ზემოქმედების შემცირების ხერხების შემუშავება;

  • ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების კომპიუტერული პროგრამების შემუშავება ოპტიმალური პარამეტრების დადგენის მიზნით;

  • აფეთქებით ლითონების დამუშავება; ნანოსტრუქტურული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები;

  • ხალხის და სამთო ობიექტების აფეთქების ზემოქმედებისაგან  დაცვის სისტემების შემუშავება;

  • ქანების და საშენი მასალების თვისებების  მახასითებელთა დადგენა და ხარისხის კონტროლი;

  • ახალი ბგერაჩამხშობი და დაბალი თბოგამტარობის მქონე ხელოვნური სამშენებლო მასალების ტექნოლოგიების შემუშავება;

  • მიწისქვეშა ნაგებობებისა და გვირაბების კონსტრუქციების გაანგარიშება და დაპროექტება;

  • მადანთა და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;

  • წყლისა და ნიადაგის ანალიზი (მიკრობიოლოგიურის გარდა);

  • მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით, საბადოს ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით;

  • სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა;

  • სამთო მრეწველობის ეკოლოგიური პრობლემები.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:

ინსტიტუტს გააჩნია მიწისქვეშა ექსპერიმენტალური ბაზა ფეთქებადი ნივთიერებების გამოცდისათვის 100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ფარგლებში,  წნეხები (TechPress2TM ჰიდრავლიკური პნევმატური ავტომატური მონტაჟის წნეხი), სტენდები, ოპტიკური მიკროსკოპები, რენტგენო-დიფრაქციული სისტემები X1 (Scintag,  აშშ), მეტალოგრაფიკული, ქიმიური და დიაგნოსტიკური ლაბორატორიული აღჭურვილობა.

 

თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროში:

სამთო ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო-კველვით ცენტრებსა და ინსტიტუტებთან: გერმანია (კლაუსტალის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი), საბერძნეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა; აშშ (ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორია,  აშშ-ს არმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ლოურენს ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორია, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სამხრეთ დაკოტის  სამთო მრეწველობის და ტექნოლოგიის სკოლა, სან-დიეგოს უნივერსიტეტი, ბრუკჰავენის ეროვნული ლაბორატორია, ფლორიდის უნიუვერსიტეტის ინფრასტრუქტურული დაცვის და ფიზიკური უსაფრთხოების ცენტრი); რუსეთი (ჩერნოგოლოვკის სემენოვის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი, მაღალი წნევების ფიზიკის ინსტიტუტი, ნოვოსიბირსკის ჰიდროდინამიკის ინსტიტუტი; უკრაინა (ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის  ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის პრობლემათა ინსტიტუტი დნეპროპეტროვსკში, პატონის ელექტროშედუღების ინსტიტუტი, სახელმწიფო საკონსტრუქტირო ბიურო ”იუჟნოე”); სომხეთი (ა. ბ. ნალბანდიანის  სახელობის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი); ყაზახეთი (წვის პრობლემების ინსტიტუტი) და სხვა.  

 

სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა:

გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (საქართველო), საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC), უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU), აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF), საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF), NATO-ს პროგრამაში ”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (SPS), ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი რესპუბლიკების მეცნიერებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის (INTAS), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებულ მთელ რიგ  სამეცნიერო პროექტებში.

 

2014 წელს გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტის 3 საგამოცდო ლაბორატორიამ  მიიღო აკრედიტაცია.

 

   1. ფეთქებადი მასალების კვლევის და აფეთქების ტექნოლოგიების საგამოცდო ლაბორატორია

                   აკრედიტაციის სფერო:   ფეთქებადი ნივთიერებები

                   აკრედიტაციის მოწმობის ნომერი:   GAC-TL-0072

 http://gac.gov.ge/acredit/1__samto intitutis fetqebadi laboratoria.pdf

         2. ანების, საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის საგამოცდო ლაბორატორია    

                  აკრედიტაციის სფერო:   არამადნეული მასალები, მოსაპირკეთებელი და საგზაო მასალები:

                  ბეტონი, გრუნტი; ქანი 

                  აკრედიტაციის მოწმობის ნომერი:   GAC-TL-0071 

http://gac.gov.ge/acredit/1__SAMTO INT SAMSHENEBLO MASALEBI.pdf

        3.   დამიწების კონტურის წინაღობის გამზადების საგამოცდო ლაბორატორია

                  აკრედიტაციის სფერო:   დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვა

                  აკრედიტაციის მოწმობის ნომერი:   GAC-TL-0073

http://gac.gov.ge/acredit/1_971_gamxomi wulikidzis.pdf


     

 

ბოლო განახლება:   01/16/2017

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია