Home

მთავარი გვერდი დაგვიკავშირდით

  მთავარი გვერდი » სამეცნიერო საქმიანობა » სამეცნიერო მიმართულებები

ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები


  • სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური, კომუნალური, სპეციალური და სხვა დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის და რეკონსტრუქციის სრულყოფა, მიწისქვეშა გვირაბების საიმედო და ეკონომიური გაყვანის ექნოლოგიების და სამაგრი კონსტრუქციების შექმნა;

  • გვირაბების და მიწისქვეშა ნაგებობების ირგვლივ ქანების მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასების მეთოდების სრულყოფა;

  • გვირაბების და მიწისქვეშა ნაგებობების სტატიკურ, რეოლოგიურ და დინამიკურ დატვირთვებზე ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების მეთოდების, მათი კომპიუტერული პროგრამების და ტექნიკური სახელმძღვანელოების  შექმნა, მათი გამოყენება კონკრეტულ პროექტებში;

  • ფენობრივ და ძარღვეულ საბადოთა გახსნისა და მომზადების  დაპროექტების მეთოდების სრულყოფა;

  • რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში ნახშირის სქელი ფენების ღრმა ჰორიზონტების დამუშავების ტექნოლოგიების კვლევა სრულყოფა;

  • მანგანუმის საბადოების კომპლექსური ათვისების მეთოდების დამუშავება;

  • მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების (პულპსადენი, ნავთობ და გაზსადენი) უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის ღონისძიებების შემუშავება; მილსადენების და მოწყობილობების მდგომარეობის ტექნიკური დიაგნოსტიკა;

  • ილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების მუშაობის რეჟიმების შესწავლა და ჰიდრავლიკური დარტყმებისაგან დამცავი ეფექტური საშუალებების  დამუშავება;

  • მილსადენებისა და მოწყობილობების ჰიდროაბრაზიული ცვეთის შესწავლა და მის შესამცირებლად ეფექტური ხერხებისა და საშუალებების დამუშავება;

  • საბაგირო  სატრანსპორტო საშუალებები, ამწევი სატრანსპორტო მოწყობილობები და მექანიზმები;

  • მილსადენი  ჰიდროსატრანსპორტო (პულპსადენი, ნავთობ და გაზსადენი) სისტემების გათვლის, დაპროექტების, ექსპლუატაციის, ექსპერტიზის და მონიტორინგის პრობლემები;

  • ბაგირ–ღეროვანი სტრუქტურების მოდელირება და გაანგარიშება;

  • ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა;

  • მასიური აფეთქებით გამოწვეული სეისმური ეფექტის კვლევა და საინჟინრო ნაგებობებზე მისი ზემოქმედების შემცირების ხერხების შემუშავება;

  • მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში აფეთქებითი სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიების სრულყოფა, ბუნებრივ და ისტორიულ ძეგლებზე მათი მავნე ზემოქმედებიდან დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;

  • ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების კომპიუტერული პროგრამების შემუშავება ოპტიმალური პარამეტრების დადგენის მიზნით;

  • აფეთქებით წნეხვის, განმტკიცების, შედუღების და სინთეზის ტექნოლოგიების შემუშავება;

  • აფეთქების დარტყმითი ტალღებისა და საწყისი მაღალი ტემპერატურის გამოყენებით ზესალი მასალების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება;

  • ნანოსტრუქტურული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიების დამუშავება;

  • აფეთქებთ გამოწვეული დინამიკური დატვირთვების გათვლის მეთოდების ანალიზი და შემუშავება;

  • ხალხის და სამთო ობიექტების აფეთქების ზემოქმედებისაგან  დაცვის სისტემების შემუშავება;

  • შახტებში მტვრის, მეთანის და ნახშირის აფეთქებისაგან  დამცავი სისტემები;

  • ქანების და საშენი მასალების თვისებების  მახასითებელთა დადგენა და ხარისხის კონტროლი;

  • ახალი ბგერაჩამხშობი და დაბალი თბოგამტარობის მქონე ხელოვნური სამშენებლო მასალების ტექნოლოგიების შემუშავება;

  • მიწისქვეშა ნაგებობებისა და გვირაბების კონსტრუქციების გაანგარიშება და დაპროექტება;

  • მადანთა და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;

  • წყლისა და ნიადაგის ანალიზი (მიკრობიოლოგიურის გარდა);

  • მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით, საბადოს ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით;

  • სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა;

  • საბადოთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოს დაცვითი პრობლემები.

 

ბოლო განახლება:  02/12/2015


გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია