გრიგოლ წულუკიძის   

სამთო ინსტიტუტი  

 

მთავარი გვერდი

გვერდის რუკა დაგვიკავშირდით

 
    ლაბორატორიის გამგე - აკად.დოქტორი ნიკა ბოჭორიშვილი      
   

 

ე.მინდელის ქ.7
III სართული, ოთახი 301, 305, 307, 315
ტელ.:  +(995 32) 2321985
ელ-ფოსტა:  bochorishvili@mining.org.ge

                       nikabochorishvili@posta.ge                 

     
             
   

საბადოთა დამუშავების ლაბორატორია სტრუქტურულად შედის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილებაში.

საბადოთა დამუშავების ლაბორატორია ფუნქციონირებს 1957 წლიდან, სამთო ინსტიტუტის დაარსების პირველი დღიდანვე, იკვლევს სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა მიწისქვეშა და ღია წესით დამუშავების აქტუალურ სამეცნიერო-ტექნიკურ პრობლემებს. იგი შეიქმნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ა.ძიძიგურის ინიციატივით. ლაბორატორიის პირველ  გამგედ არჩეული იქნა ი.ზურაბიშვილი. სამეცნიერო კადრების ზრდისა და ცალკეული მიმართულებით კვლევების გაღრმავების პირობებში 1969 წელს ლაბორატორია რეორგანიზებულ იქნა განყოფილებად (ხელმძღვანელი ი.ზურაბიშვილი), რომიშიც სტრუქტურულად წარმოდგენილი იყო სამ ლაბორატორია: მადნეული და არამადნეული ფენობრივი საბადოთა დამუშავები (გამგე ი.ზურაბიშვილი); ნახშირის საბადოთა დამუშავების (1969-82 წწ. გამგე ა.მიქელაძე, ხოლო 1983-2002 წწ. გამგე ი.რეხვიაშვილი); სამთო მრეწველობის ეკონომიკის და სამთო ტექნიკის ისტორიის (გამგე ვ.ჭანიშვილი).

1978 წელს შეიქმნა ღია სამთო სამუშაოების ლაბორატორია (1978-85 წწ.) გამგე რ.მიხელსონი, ნ.კუკულაძე 1986-2001 წწ., ხოლო 2002 წლიდან ს.ხომერიკი). 2002 წელს შეიქმნა სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავების ლაბორატორია (გამგე ე.მატარაძე). 2012 წლის იანვარში გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების გამო ყველა ზემოდ აღნიშნული ლაბორატორიების ძირითადი სამეცნიერო საკვლევო და პრაქტიკული მიმართულებები გადაეცა ახლად დაფუძნებულ საბადოთა დამუშავების ლაბორატორიას (გამგე ნ. კუკულაძე). 2015 წლიდან ლაბორატორიის გამგედ არჩეულ იქნა ნ. ბოჭორიშვილი.

ლაბორატორიის არსებობის პერიოდში ასობით მაღალკვალიფიცირებული სამთო სპეციალისტის მიერ სრულდებოდა სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევები შემდეგი ძირითადი მიმართულებით: საქართველოს ნახშირის მრეწველობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ტყიბული-შაორის, ტყვარჩელის ნახშირისა და ახალციხის მურა ნახშირის საბადოების პირობებში ნახშირმომპოვებელი ტექნოლოგიების სრულყოფა; ჭიათურის მანგანუმის საბადოს მარაგების რაციონალური ათვისების მიზნით  დამუშავების რაციონალური სისტემების შერჩევა და მადნის მოპოვების ტექნოლოგიის სრულყოფა; საბადოების ღია წესით დამუშავებისას სასარგებლო წიაღისეულის კომპლექსური ათვისებისა და რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დამუშავება.

კვლევების შედეგები ასახულია ნორმატიულ დოკუმენტებში, სამთო მრეწველობის ობიექტების პროექტებში, უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებში, მონოგრაფიებში, აგრეთვე, როგორც სამამულო, ისევე უცხო ქვეყნების სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურს პერიოდულ გამოცემებში.

ამჟამად ლაბორატორიაში ოთხი თანამშრომელი საქმიანობს. ისინი, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის  და აფეთქებისგან დაცვის ტექნოლოგიების ლაბორატორიიების თანამშრომლებთან ერთად მუშაობენ სამთო საწარმოების ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების ალგორითმებისა და კომპიუტერული პროგრამების შემუშავებაზე.

   
    ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:    
   
  • სამთო საწარმოთა საინვესტიციო პროექტების მომზადება;

  • ფენობრივ და ძარღვულ საბადოთა გახსნისა და მომზადების  დაპროექტების მეთოდების სრულყოფა;

  • რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში ნახშირის სქელი ფენების ღრმა ჰორიზონტების დამუშავების ტექნოლოგიების კვლევა სრულყოფა;

  • მანგანუმის საბადოების კომპლექსური ათვისების მეთოდების დამუშავება;

  • ღია სამთო სამუშაოების წარმოების ტექოლოგიების სრულყოფა;

  • სამთო მომპოვებელი მრეწველობის ეკოლოგიური პრობლემები.

   
   

   
   

შპს საქნახშირი-ს სავსებო

მასალის მეურნეობა (მ.ბასილაძე - მარცხნიდან პირველი)

ტყიბულის შახტების სალამავი მასალის მომპოვებელ კარიერზე (თ.ფირცხალავა - მარჯვნიდან პირველი)

თ.ფირცხალავა შაორის უბანზე დაძიებული სავსებო მასალის ნიმუშით

   
    სამეცნიერო პროექტები:    
   

პროექტი  17/61 "ტყიბულ-შაორის საბადოს ათვისების ინტენსიური მოდელის დამუშავება და მის საფუძველზე საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტყიბულის ნახშირის მარაგზე თანამედროვე შახტი-თბოელექტროსადგური კომპლექსის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრა და კომპლექსის ეკონომიკური ეფექტურობის დასაბუთება" - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი  (2010-2012)

   
   

 

 

   
    თანამშრომლები:    
       

ბოლო განახლება:  12/11/2017