გრიგოლ წულუკიძის   

სამთო ინსტიტუტი  

 

მთავარი გვერდი

გვერდის რუკა დაგვიკავშირდით

 
    განყოფილების უფროსი - აკად.დოქტორი ნინო შეყრილაძე      
   

 

ე.მინდელის ქ.7
ქიმიურ-ანალიზური ლაბორატორია;

I სართული, ოთ.
ტელ.:
+(995 595) 512229

ფაქსი: +(995 32) 2325990
ელ-ფოსტა: nukrils@rambler.ru

     
             
   

       ნალიზური ქიმიისა და სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების განყოფილება წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს და ფუნქციონირებს ამ უკანასკნელის წესდების საფუძველზე.

          განყოფილება ჩამოყალიბდა სასარგებლო წიაღისეულის და გამდიდრების ლაბორატორიის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1957 წელს. განყოფილება შექმნის მომენტიდან დღმდე უწევს მაღალხარისხიან მომსახურებას საქართველოს სამთო-მომპოვებელ მრეწველობას და გეოლოგიურ სამსახურებს.

         ანალიზური ლაბორატორია ორიენტირებულია მაღალხარისხიან მომსახურებაზე ორი მიმართულებით:

  • მადნების და საძიებო-გეოლოგიური სინჯების ანალიზი კეთილშობილ, ფერად და შავ მეტალებზე, ასევე სხვა კომპონენტებზე; გარდა ამისა, ლაბორატორია აწარმოებს მავნე მინარევების განსაზღვრას ინერტულ შემავსებლებში, პიგმენტების ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენას (ქიმიური შემადგენლობა, დაფარვის უნარიანობა, ზედტევადობა და ა.შ.), ქანების და წყლების აგრესიულობის განსაზღვრას და ა.შ.

  • გარემოს სინჯების ანალიზი, მათ შორის: ბუნებრივი და ჩამდინარე წყლები, ნიადაგები და ა.შ.

     ანალიზის მაღალი შედეგები მიიღწევა ლაბორატორიული ხელსაწყოების პერმანენტული მეტროლოგიური კონტროლით და საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიცირებული სტანდარტული ნიმუშების და ეტალონების სისტემატიური ანალიზით.

ანალიზური მომსახურება ხორციელდება როგორც ფიზიკური (ატომური აბსორბციული სპექტრომეტრი), ისე კლასიკური სველი ქიმიური მეთოდებით.

        სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია ასრულებს კვლევით სამუშაოებს მადნების ტექნოლოგიური ტესტირების სფეროში, რომლის საფუძველზეც ფასდება საბადოს ეკონომიკური პოტენციალი.

         ტესტირებისათვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები: გრავიტაციული გამდიდრება (დალექვა, გამდიდრება საკონცენტრაციო მაგიდაზე, ხრახნულ სეპარატორზე, მძიმე გარემოში); ელექტრომაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაციები; ჰიდრომეტალურგიული პროცესები ოქროს შემცველი მადნებისა და სპილენძის დაჟანგული მადნებისათვის.

            

   
    განყოფილების დებულება    
         
       
   

 

 

 

   
       
         
       
   

 

 

 

   
    ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:    
   

     განყოფილება პრაქტიკულად აერთიანებს ერთმანეთთან ორგანულად შერწყმულ ორ ლაბორატორიას ანალიზური ქიმიის და გამდიდრების, რომლებიც ასრულებენ გამოყენებითი ხასიათის კვლევებს შემდეგი მიმართულებით:

 ა) ანალიზური ქიმიის:

  1. მადნების და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;
  2. მავნე მინარევების განსაზღვრა ბეტონების ინერტულ შემავსებლებში;
  3. წყლების და ნიადაგის ანალიზი (მიკრობიოლოგიურის გარდა).

 ბ) სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება:

  1. მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით, საბადოს ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით;
  2. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა;
  3. საბადოთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოს დაცვითი პრობლემები (ეკოლოგიური აუდიტი, მონიტორინგი, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება, ჩამდინარე წყლების გაწმენდის მეთოდების დამუშავება).

 

   
    ექსპერიმენტული ბაზა:

ანალიზური ქიმიის ლაბორატორია:

  • სპექტროფოტომეტრი (ფირმა Perkin Elmer)

  • ელექტროფოტოკოლორიმეტრი

  • PH -მეტრი (ფირმა Hanna)

  • PH მეტრ-პოტენციომეტრი (ფირმა Hanna)

  • ანალიზური და ტექნიკური სასწორები (ფირმა  RADWAG) და სხვა.

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია:

  • სინჯის სტანდარტული მომზადება: საშრობი, სამსხვრეველა, ჯონსის გამყოფი, საპუდრი (ფირმა Ritchi )

  • სტანდარტული საცრების კომპლექტი;

  • საფლოტაციო მანქანები;

  • ელექტროსტატიკური სეპარატორი;

  • ელექტრომაგნიტური სეპარატორი;

  • დამლექი მანქანა;

  • საკონცენტრაციო მაგიდა;

  • დანადგარი ციანირებადი ოქროს განსაზღვრისათვის (BLEG  ტესტი)

  • ოქროს გამოსატუტი სვეტები პერკოლაციური ტესტისათვის;

  • მიქსერები ოქროს გამოტუტვისათვის;

  • ოქროს შემცველი მადნების გროვული გამოტუტვის მოედანი.

   
   

   
   

ატომურ-აბსორციული სპექტრომეტრი

Perkin Elmer

- აცეტილენ-ჰაერის ალში შეიძლება განვსაზღვროთ:  Al, Au, Ag, As, Ba, Be,

Bi, Ca, Cd, Co, Cr, Cu, Fe, Ga, Ge,  In, K,

La, Li, Pb, Ru, Sb, Se, Sr, Sb, Te, Tl, Zn

ელექტროფოტოკოლორიმეტრი

 - ისაზღვრება მიკროკომპონენტები Al, Ni, F, Cu, Pb, As, Mn, Mo, Si,  ფოსფატები, პოლიფოსფატები, ნიტრატები და ნიტრიტები, პოლიაკრილამიდი

pH-მეტრი Hanna (მარცხნივ)

- ისაზღვრება გარემოს მჟავიანობის  მაჩვენებელი

პოტენციომეტრი (მარჯვნივ)

- ისაზღვრება ჟანგვა-აღდგენის პოტენციალი

   
    საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო შესაძლებლობები:    
   
  • კონსულტაცია სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების და მინერალური ნედლეულის გამოყენების სფეროში;

  • სინჯის აღება და მომზადება;

  • ანალიზური მომსახურება;

  • სასარგებლო წიაღისეულის (მადნების) ტექნოლოგიური ტესტირება;

  • მომსახურება გარემოს დაცვის სფეროში.

   
    სახელშეკრულებო სამუშაოები:    
   
  • ოქროსშემცველი მადნების ტექნოლოგიური გამოცდა ციანიდური გამოტუტვის მეთოდის გამოყენებით - #13-18/01 -04.01.2013 წ.;

  • ბექთაქარის, დარბაზის, იმედის, ბნელიხევის, ქვ.ბოლნისის, წითელხევის საბადოს ოქროსშემცველი მადნების ზედაპირული და რევერსიული ბურღვის ჭების სინჯების ტექნოლოგიური გამოცდა -   #11-18/34 C  - 04.10.2012 წ.;

  • ნოვრუზკალის და ასტარგანის საბადოს ოქროსშემცველი მადნების ზედაპირული და რივერსიული ბურღვის ჭების სინჯების ტექნოლოგიური გამოცდა - 11-18/34G - 01.09.2011;

  • მივერუდის საბადოს ოქროსშემცველი მადნების ციანიდური გამოტუტვის ტექნოლოგიის ლაბორატორიული და ნახევრადსაწარმოო გამოცდა - #11-18/09 G  - 28.03.2011;

  • სსიპ რ.აგლაძის არაორგანული და ელექტროქიმიის ინსტიტუტის N GNSF/ST 09.1049-19 საგრანტო პროქტის ხელშეკრულება N07-08/21.25;

  • პოლიმეტალური მადნების და კვარციტების გამოცდა გამდიდრებადობაზე - N13-18/09 - 05.02.2013

   
    თანამშრომლები:    
       

ბოლო განახლება:  12/11/2017